ვაკანსია
ვაკანსიები სტუდენტებისთვის
შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" აცხადებს კანდიდატთა შერჩევას საპროექტო დეპარტამენტის სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი.
ფუნქცია-მოვალეობები:
1. დასაპროექტებელი ობიექტის შესწავლა და შესასრულებელ სამუშაოებზე ტექნიკური (საპროექტო) დავალების მომზადება;
2. კომპანიაში შემოსული საპროექტო დოკუმენტაციის განხილვა, შენიშვნებისა და რეკომენდაციების მომზადება;
3. მიმდინარე (მშენებარე) ობიექტებზე განხორციელებული ცვლილებების შესწავლა და კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი რეაგირება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
* უმაღლესი განათლება ტექნიკური/საინჟინრო მიმართულებით (სასურველია წყალმომარაგების განხრით);
* საოფისე პროგრამების და CAD-ის ცოდნა (სავალდებულოა);
* ინგლისური ენის კარგი ცოდნა (სასურველია).
პიროვნული მახასიათებლები:
* ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
* პასუხისმგებლობა, პუნქტუალობა;
* სწრაფი რეაგირების, გადაწყვეტილების და ადაპტაციის უნარი;
* გუნდური პრინციპით მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გაგზავნონ რეზიუმე ფოტოსურათით მისამართზე: konkursi@water.gov.ge 2014 წლის 9 მარტის ჩათვლით. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.