ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

ვაკანსია

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

შპს "კომპანია ორბიტა" სამუშაოდ იწვევს 20-დან 30 წლამდე ენერგიულ, კომუნიკაბელურ, აქტიურ, პასუხისმგებლობის მქონე პირებს, რომელთაც აქვთ სურვილი იმუშაონ სადისტრიბუციო კომპანიაში სუპერვაიზერის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:

* გაყიდვების გაზრდის ხელშეწყობა;
* დაქვემდებარებაში მყოფი დისტრიბუტორების/სავაჭრო აგენტების მუშაობის კონტროლი, კოორდინაცია, მათი ხელშეწყობა და მოტივაციის ამაღლება;
* სავაჭრო ობიექტებისა და გაყიდების კვლევა, ანალიზი და რეპორტინგი;
* პრიორიტეტული მიზნების დასახვა და მათი შესრულების უზრუნველყოფა;
* შეთავაზებების და პრეზენტაციების მომზადება;
* ახალი ობიექტების მოძიება, პოტენციურ კლიენტებთან შეხვედრა, მოლაპარაკებების წარმართვა და მათი დარწმუნება.

კანდიდატს მოეთხოვება:

* სუპერვაიზერად გაყიდვებისა და მარკეტინგის სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
* რეკომენდაცია წინა სამსახურიდან (მიიღება კომპანიის პირველი პირის წერილობითი რეკომენდაცია. მითითებული უნდა იყოს: ორგანიზაციის ტელეფონი, რეკომენდატორის სახელი, გვარი, და მობილური);
* უმაღლესი განათლება ეკონომიკის, მენეჯმენტის და მარკეტინგის განხრით;
* ინფორმაციის მოძიებისა და დამუშავების თანამედროვე მეთოდების ცოდნა;
* კომუნიკაციისა და კავშირგაბმულობის თანამედროვე ტექნიკური საშუალებების გამოყენების უნარი. კომპიუტერის ცოდნა (MS Excel, Word, Adines 1C, Internet);
* საკუთარი მსუბუქი ავტომობილი;
* კეთილსინდისიერება და პასუხისმგებლიანობა;
* შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა და მოტივირებულობა;
* ორგანიზებულობა და კომუნიკაბელურობა.

ანაზღაურება დამოკიდებულია გამოცდილებაზე, კვალიფიკაციაზე და გეგმის შესრულებაზე.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - შაბათი (ჩათვლით), 9-დან 19 საათამდე, კვირაში ერთი დასვენების დღე.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გაგზავნონ რეზიუმე ქართულ ენაზე და პასპორტის ზომის ფოტოსურათით, ელექტრონულ მისამართზე: l.gabunia@ltdorbita.ge (გთხოვთ, ელფოსტის გაგზავნისას მიუთითოთ პოზიციის დასახელება).

ბანერები