ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

ვაკანსია

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აცხადებს კადრების შერჩევას შტატგარეშე თანამდებობაზე - სოციალური ქსელების კოორდინატორი.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
შრომის ანაზღაურება: თვეში 1,000 ლარი (დარიცხული).
გამოსაცდელი ვადა: 2 თვე
შრომითი ხელშეკრულების ვადა: 2014 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით

ფუნქციები და მოვალეობები:


* შეიმუშავოს სოციალური მედიის სტრატეგია;
* მართოს სოციალური მედიის პლატფორმები;
* წარმართოს დიალოგი და თვალი ადევნოს მომხმარებლის საჭიროებებს;
* განიხილოს ტრენდები და მოახდინოს მათი ათვისება;
* მოიძიოს ახალი და საინტერესო საკითხები პოსტების შესაქმნელად;
* გამოიყენოს სოციალური მედიის ანალიზის ხელსაწყოები;
* მიაწოდოს feedback-ი უშუალო ხელმძღვანელს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

* უმაღლესი განათლება (დიპლომირებული ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი);
* გამართული წერითი კომუნიკაცია ქართულ და ინგლისურ ენებზე;
* ანალოგიურ პოზიციაზე  მუშაობის გამოცდილება (გთხოვთ, CV-ში მიუთითოთ თქვენ მიერ ადმინისტრირებადი გვერდები, ასევე თქვენი Facebook პროფილი).
* სოციალური ქსელების (Facebook, Youtube, Instagram, Pinterest, Twitter, და სხვა) კარგი ცოდნა;
* კრეატიული;
* გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გაგზავნონ რეზიუმე  ქართულ და ინგლისურ ენებზე, შემდეგ მისამართზე: hr@gnta.ge 2014 წლის 7 თებერვლის ჩათვლით. CV-სთან ერთად გაგზავნეთ ერთი კრეატიული იდეა, რისი განხორციელებაც შესაძლებელია სსიპ საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის არსებულ Facebook გვერდზე (Georgia and Travel). აღნიშნული იდეა უნდა იყოს ინგლისურ ენაზე.

სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება (სოციალური ქსელების კოორდინატორი). წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. შერჩეულ კანდიდატს ადმინისტრაციის მიერ დამატებით შესაძლებელია მოეთხოვოს შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:

ა) განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის/ცნობის ასლი და დედანი (ასლის დედანთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ, დოკუმენტის დედანი უბრუნდება კანდიდატს).
ბ) ფერადი ფოტოსურათი 1 ცალი (ზომა 3x4) და დისკზე ჩაწერილი ფოტოსურათი;
გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
დ) ცნობა სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ;
ე) ცნობა ნასამართლობის შესახებ.

ბანერები