ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

ვაკანსია

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

შპს "საერთაშორისო კორპორაცია აი სი არ"-ი აცხადებს კანდიდატთა შერჩევას კომერციულ და ადმინისტრაციულ საკითხებში დირექტორის თანაშემწის პოზიციაზე.

კომერციულ და ადმინისტრაციულ საკითხებში დირექტორის თანაშემწის საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა დირექტორის მხარდაჭერა კომერციული და ადმინისტრაციული მიმართულებით მენეჯმენტის განხორციელებისას - შეხვედრებში მონაწილეობა; შეხვედრების ორგანიზება და მხარდაჭერა; დავალებების შესრულების მონიტორინგი; ანგარიშების მომზადება; ინფორმაციის მოძიება; სხვადასხვა მიმართულებების ბრენდების მართვის პროცესში დირექტორის მხარდაჭერა; მიმოწერის წარმოება ქართულ და ინგლისურ ენებზე; დოკუმენტბრუნვის ორგანიზება; კომპანიის თანამშრომლების საზღვარგარეთ ვიზიტების მხარდაჭერა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

* უმაღლესი განათლება, მაგისტრის ხარისხი, სასურველია ფინანსების, ბიზნეს ადმინისტრირების ან ეკონომიკის სფეროში.
* პროფესიით საშუალო ან დიდ ორგანიზაციაში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
* კომერციულ სექტორში მუშაობის გამოცდილება სასურველია;
* კომპიუტერული პროგრამების (MS Office, Word, Excel) ცოდნა სავალდებულოა; სასურველია Navision-ის პროგრამის ცოდნა;
* ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა სავალდებულოა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გაგზავნოთ რეზიუმე (CV ფოტოსურათთან და 2 რეკომენდატორის საკონტაქტო მონაცემებთან ერთად), შემდეგ მისამართზე: vacancy@icr.ge არაუგვიანეს 2014 წლის 3 თებერვლისა. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

ბანერები