ვაკანსია
ვაკანსიები სტუდენტებისთვის
შპს "ბილაინი" აცხადებს კონკურსს მერჩენდაიზერის ვაკანსიაზე
თანამდებობრივი მოვალეობები:
* საცალო გაყიდვები და დილერებთან ურთიერთობა;
* სავაჭრო წერტილების კომპანიის სტანდარტების შესაბამისად გაფორმება და რაოდენობის ოპტიმიზაცია;
* ალტერნატიული გაყიდვების არხების ორგანიზება;
* სავაჭრო წერტილებში პროდუქციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
* უმაღლესი განათლება;
* გაყიდვებისა და დისტრიბუციის სფეროში მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება (სასურველია);
* უნდა ერკვეოდეს საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში;
* კომპიუტერულ პროგრამებში მუშაობის გამოცდილება (Word, Excel, PowerPoint).
საჭირო თვისებები:
* ორგანიზებულობა, შრომისმოყვარეობა, კომუნიკაბელურობა;
* დამოუკიდებლად მუშაობის და გადაწყვეტილების მიღების უნარი.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გაგზავნონ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@beeline.ge 2014 წლის 01 თებერვლამდე და მიუთითოთ თემა "Merchandiser" .