ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

ვაკანსია

ავტონაწილების მაღაზია "Premix" აცხადებს ვაკანსიებს შემდეგ თანამდებობებზე:

1. შიდა აღრიცხვის მენეჯერის ასისტენტი

მოვალეობები:

* კომპანიის პროგრამაში მუშაობა;
* ინფორმაციის მოწესრიგება, დახარისხება და შესაბამის პროგრამაში შეყვანა;
* ინვოისებისა და სხვადასხვა დოკუმენტაციის შემოწმება და შეყვანა;
* სხვადასხვა შესაბამისი ადმინისტრაციული დავალებები.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:


* სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
* Microsoft Office Excel-ის ცოდნა;
* სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
* ენერგიულობა და დისციპლინირებულობა;
* პუნქტუალობა;
* გუნდური მუშაობის უნარი;
* ასაკი: 30 წლამდე.

დამატებითი ინფორმაცია:
ხელფასი: 300-500 ლარი.

2. დისტრიბუტორი თბილისის მასშტაბით

მოვალეობები:

* პროდუქციის ადგილზე მიტანა ქალაქის მასშტაბით;
* გაყიდვის სალაროში გატარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

* მოპედის მართვა;
* თბილისის ქუჩების ცოდნა;
* ენერგიულობა და დისციპლინირებულობა;
* პუნქტუალობა;
* გუნდური მუშაობის უნარი;
* ასაკი: 30 წლამდე.

დამატებითი ინფორმაცია:
ხელფასი: 300-500 ლარი.

3. საწყობის თანამშრომელი

მოვალეობები: საწყობში კონკრეტული პროდუქტის მოძიება და გამოტანა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

* ყურადღებიანობა;
* ენერგიულობა და დისციპლინირებულობა;
* პუნქტუალობა;
* გუნდური მუშაობის უნარი;
* ასაკი: 30 წლამდე.

დამატებითი ინფორმაცია:
ხელფასი: 200 ლარი.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გაგზავნონ რეზიუმე მისამართზე: info@premix.ge 2013 წლის 31 დეკემბრამდე. გთხოვთ, შესაბამის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. კანდიდატს, არჩევის შემთხვევაში, მიეცემა ორ კვირიანი გამოსაცდელი ვადა.

ბანერები