ვაკანსია
სადისტრიბუციო კომპანია შპს "კომპანია ორბიტა" სამუშაოდ იწვევს 20-დან 30 წლამდე ენერგიულ, კომუნიკაბელურ, აქტიურ, პასუხისმგებლობის მქონე მამაკაცებს, რომელთაც აქვთ სურვილი იმუშაონ სადისტრიბუციო კომპანიაში პრისელერის თანამდებობაზე.
ძირითადი მოთხოვნები:
* მართვის მოწმობა (B) და საკუთარი ავტომობილი
* უმაღლესი განათლება
* კომპიუტერის ცოდნა მომხმარებლის დონეზე;
* სავაჭრო აგენტად ან პრისელერად მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
* იპოთეკური ვალდებულებებისაგან თავისუფალი უძრავი ქონება (ბინა ან მიწის ნაკვეთი) თბილისში ან მიმდებარე ტერიტორიაზე.
უნარ-ჩვევები:
* კეთილსინდისიერი და პასუხისმგებლიანი;
* შრომისმოყვარე, ორგანიზებული და მოტივირებული;
* ენერგიული და კომუნიკაბელური.
პირობები:
* კვების პროდუქტების რეალიზაცია;
* ანაზღაურება გამომუშავებით;
* თანამდებობრივი წინსვლა;
* კარგი სამუშაო პირობები;
* სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - შაბათი (ჩათვლით) 9-დან 19 საათამდე, კვირაში ერთი დასვენების დღე.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გაგზავნონ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე და პასპორტის ზომის ფოტოსურათი ელექტრონულ მისამართზე: giorgi@ltdorbita.ge (გთხოვთ, ელფოსტის გამოგზავნისას მიუთითოთ პოზიციის დასახელება).