ვაკანსია
საერთაშორისო კორპორაცია "აისიარ" აცხადებს კანდიდატთა შერჩევას ახალ ქართულ რესტორანში (რომელიც იხსნება ი. ჭავჭავაძის გამზირის 33-ში) სერვის-კოორდინატორის პოზიციაზე.
შრომის ანაზღაურების ოდენობა: კვალიფიკაციის შესაბამისად.
სამუშაო გრაფიკი სრული დატვირთვით: კვირაში 6 სამუშაო დღე, ცვლების მიხედვით. დასვენების დღეები მცოცავი გრაფიკის მიხედვით.
არასრული სამუშაო გრაფიკი: კვირაში არანაკლებ 3 სამუშაო დღისა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
* მომსახურების სფეროში სამუშაო გამოცდილება;
* ინგლისური და რუსული ენების ფლობა.
საჭირო უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლები:
კომუნიკაციის კარგი უნარ-ჩვევები, ერთდროულად რამდენიმე სამუშაოს შესრულების უნარი, გუნდური მუშაობის უნარი, დეტალების მიმართ ყურადღებიანობა, მოწესრიგებულობა.
ძირითადი ფუნქციები:
* შემოსული სტუმრების დახვედრა და თავისუფალ ადგილამდე მიცილება;
* მენიუს შეთავაზება. არსებული კერძებისა და სასმელების შესახებ ინფორმირება. ინფორმაციის მიწოდება მათი მომზადების წესისა და შემადგენლობის შესახებ;
* შეკვეთის მიღება, ანგარიშის გახსნა და დროულად მომსახურების უზრუნველყოფა;
* მაგიდის გაწყობა, სერვისის დალაგება;
* ჰიგიენური სტანდარტების დაცვა;
* სტუმართან ყურადღებით ყოფნა, საჭიროებისამებრ დამატებით შეკვეთის მიღება.
დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ გაგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტო-სურათთან ერთად, შემდეგ მისამართზე: vacancy@icr.ge არაუგვიანეს 2013 წლის 22 ნოემბრამდე. სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს, შერჩევის შემდგომი პროცედურის გასავლელად.