ვაკანსია 3 თვიან სტაჟირებაზე
ფინანსური ოფისი იწვევს კანდიდატებს მარკეტინგულ განყოფილებაში 3 თვიან სტაჟირებაზე. სტაჟიორებს საშუალება მიეცემათ გამოავლინონ სრულად თავიაანთი მარკეტინგის უნარ-ჩვევები.
განხილული იქნება მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტების რეზიუმეები.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• სრული/არასრული განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის, გაყიდვების განხრით (სასურველია ESM-თბილისის ან CSB-ს დიპლომი);
• სასურველია გამოცდილება ინტერნეტ მარკეტინგში (მათ შორის: ვებ გვერდის და სოციალური გვერდების მართვა);
• ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის დონეზე;
• საოფისე კომპიუტერული პროგრამების საფუძვლიანი ცოდნა (MS Office, MS Excel, MS Word, Power Point).
სტაჟიორები ჩართული იქნებიან შემდეგ აქტივობებში:
• მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმარება და განხორციელება, მათ შორის რეკლამირება და PR;
• გაყიდვების გეგმის განვითარებაზე და სტიმულირებაზე მუშაობა; ახალი იდეების განვითარება;
• მარკეტინგული კვლევების ჩატარება, მომხმარებელთა აზრის გაცნობა;
• ახალი კლიენტების მოძიება, მათთვის კომპანიისა და მისი სერვისების შესახებ ინფორმაციის მიწოდება
• არსებულ მომხმარებლებთან ურთიერთობის გამყარების მიზნით სათანადო მარკეტინგული ღონისძიების გატარება
• მომხმარებლებთან კომერციული მოლაპარაკებების წარმოება;
• კომპანიის იმიჯზე და რეპუტაციაზე ზრუნვა, კომპანიის ბრენდების განმტკიცება ბაზარზე შესაბამისი PR ღონისძიებების ჩატარებით;
• დეკადური და თვიური რეპორტების მომზადების პროცესში მონაწილეობის მიღება.
პიროვნული თვისებები:
• შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
• კომუნიკაბელურობა;
• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
• დისციპლინირებულობა;
• სხარტი აზროვნება;
• კონტროლისა და ანალიზის უნარი;
• გუნდური მუშაობის უნარი;
• დამოუკიდებლად სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
• მომხმარებელთან მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
• ანალიტიკური აზროვნება;
• კონფლიქტური სიტუაციების გადალახვის უნარი;
• კრეატიულობა
დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზუმე/განაცხადის ფორმა უნდა გამოგზავნონ მისამართზე: hr@fino.ge არა უგვიანეს 2012 წლის 10 დეკემბრისა; გთხოვთ მიუთითოთ პოზიცია „სტაჟირება მარკეტინგში“ წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.