ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

ვაკანისა სარეზერვო ადმინისტრატორის თანამდებობაზე

სს საქართველოს ბანკი აცხადებს ვაკანსიას სარეზერვო ადმინისტრატორის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:
•    დადგენილი მოსახურების სტანდარტების შესაბამისად სერვის ცენტრში შემოსული მომხმარებლებისათვის კონსულტაციის გაწევა, მათი სწორი გადამისამართება, გადაადგილების კოორდინაცია
•    მომხმარებლების რიგების მართვა, რიგების მომწესრიგებელი აპარატის საშუალებით მომხმარებლების დაკვალიანება
•    უსაფრთხოების მოთხოვნებით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულება, შესაბამისი რეაგირება.

სავალდებულო მოთხოვნები:
•    განათლება: უმაღლესი, სასურველია ეკონომიკის, საბანკო სფეროს, მარკეტინგის, ტექნიკური საგნების მიმართულებით.
•    სამუშაო გამოცდილება: სასურველია მომსახურების და/ან გაყიდვების სფეროში მუშაობის მინ. 6 თვიანი გამოცდილება.

სავალდებულო ცოდნა, უნარები:
•    კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა
•    ენების ცოდნა: ქართული – თავისუფლად, სასურველია, მაგრამ არასავალდებულო რუსული და ინგლისური ენების ცოდნა
•    მომხმარებლების მომსახურების უნარ–ჩვევები (თავაზიანობა, მომხმარებლების დახმარების მზაობის და ყურადღების გამოხატვა, სწორი გადამისამართება)
•    დამარწმუნებელი, არგუმენტირებული და გამართული ვერბალური კომუნიკაცია
•    გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ
•    სიზუსტე და კარგი მეხსიერება
•    სხარტი, ლოგიკური აზროვნება, ინტუიცია
•    დაძაბულ, სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი
•    ემოციური წონასწორობა
•    ორგანიზებულობა
•    კოლეგიალურობა
•    საქმიანი და კონფიდენციალური სამუშაო გარემოს შექმნის უნარი.

სააპლიკაციო პროცედურა:
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ სს „საქართველოს ბანკის“ სააპლიკაციო ფორმა (იხილეთ თანდართული ფაილი) ელექტრონული ფოსტის მისამართზე salesvacancy@bog.ge.

(გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი სააპლიკაციო ფორმა არ განიხილება)
სააპლიკაციო ფორმების მიღების ბოლო ვადაა 2012 წლის 8 ივნისი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,  ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები