ვაკანისა პროგრამული უზრუნველყოფის დამნერგავ-კონსულტანტი/სტაჟიორის თანამდებობაზე
შპს აპექსი გიწვევთ სტაჟირებაზე ეკონომიკური პროფილის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს პროგრამული უზრუნველყოფის დამნერგავ-კონსულტანტის თანამდებობის დასაკავებლად.
მოთხოვნები:
• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
• ანალიტიკური აზროვნების უნარი;
• პრობლემების ორგანიზებული გადაჭრის უნარი;
• გუნდური მუშაობის უნარი;
• აქტიური, კომუნიკაბელური, პუნქტუალური, შრომისმოყვარე;
• ამბიციური.
სტაჟიორები გაივლიან პრაქტიკული ბუღალტერიის მოკლე კურსს. შეისწავლიან პროგრამულ უზრუნველყოფას „აპექსი-ს“ ხვადასხვა მოდულებს და ჩააბარებან სასერტიფიკაციო გამოცდას.
კანდიდატებმა ქართულ ენაზე უნდა გამოაგზავნონ ავტობიოგრაფია და მოტივაციის წერილი მისამართზე office@apex.ge - 4 ივნისამდე. გთხოვთ წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ „სტაჟიორი“
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.