ვაკანისა ოფისის მენეჯერის თანამდებობაზე
შპს „თბილისის მიკროავტობუსი“ აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის თანამდებობაზე
ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები:
• კომპანაში სტუმრის მიღება და შესაბამის სამსახურებთან შეხვედრის უზრუნველყოფა;
• სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამის სამსახურებთან გადამისამართება;
• თანამშრომელთა საკანცელარიო ნივთებით უზრუნველყოფა;
• შემოსული/გასული დოკუმენტაციის აღრიცხვა და ელექტრონული სახით ბაზის წარმოება.
ცოდნა/უნარები:
• ინგლისური და რუსული ენების საშუალო დონეზე ცოდნა;
• საოფისე პროგრამების ცოდნა;
• კომუნიკაბელურობა;
• პუნქტუალურობა;
• ორგანიზებულობა;
• პასუხისმგებლობის გრძნობა.
თუ თვლით, რომ თქვენი კანდიდატურა მიესადაგება ჩვენს მოთხოვნებს, გთხოვთ, 2012 წლის 7 ივნისამდე გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: hr@tm.ge და მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება სათაურში
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.