ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

ვაკანისა მოლარე-ოპერატორის თანამდებობაზე

ლიბერთი ბანკი'' აცხადებს ვაკანსიას სარეზერვო ჯგუფის შექმნის მიზნით მოლარე-ოპერატორის და მოლარის პოზიციებზე ქ. თბილისში.

მოლარე-ოპერატორის/მოლარის რეზერვის შექმნა გულისხმობს:
•    შემოსული რეზიუმეების გადარჩევას;
•    კანდიდატების  ტესტირება-გასაუბრებას;
•    ტრეინინგებს.

ზემოთმოცემული ეტაპების წარმატებით გავლის შემთხვევაში, კანდიდატი ჩაირიცხება ბანკის საკადრო რეზერვში და დასაქმდება ფილიალში თანამშრომლების შვებულების, დეკრეტული შვებულების და სხვა აუცილებელი მოთხოვნების დროს, შესაბამისი ანაზღაურებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
•    უმაღლესი განათლება (სასურველია საბანკო საქმე და ფინანსები);
•    მსგავს პოზიციაზე მუშაობის  გამოცდილება (სასურველია);
•    საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული უნარები:
•    ორგანიზებულობა;
•    პასუხისმგებლობა;
•    სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
•    პუნქტუალურობა;
•    კომუნიკაბელურობა;
•    თავაზიანობა;
•    მუდმივი მზაობა დახმარებისთვის;
•    გუნდური მუშაობის უნარი;
გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge

ბანკი დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.
საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა: 1 ივნისი, 2012.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ განაცხადის გამოგზავნისას „subject line“–ში, აუცილებლად მიუთითოთ პოზიცია რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, სხვა შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,  ტელ.: 822 29 47 11

ბანერები