ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

ვაკანისა მარკეტინგის მენეჯერის თანამდებობაზე

აღმოსავლეთ ევროპის HoReCa სექტორში სასტუმროებისა და რესტორნების მენეჯმენტ ჯგუფი - "m|group" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის თანამდებობაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:
•    ტელე, რადიო და ბეჭდვით მედიასთან ურთიერთობა და შესაბამისი სარეკლამო მასალების მიწოდება;
•    ობიექტებზე სარეკლამო სივრცის გაყიდვა;
•    მომხმარებელთა აზრის კვლევა არსებულ და სამომავლო პროექტებზე;
•    ახალი რესტორნის კონცეფციის შექმნა;
•    მომხმარებელთა ბაზის გაფართოების მიზნით, სხვადასხვა ბარტერული წინადადებების განხილვა;
•    პროექტების/პროდუქტების სარეკლამო კამპანიის დაგეგმვა, ბიუჯეტირება და მართვა;
•    განხორციელებული მარკეტინგული აქტივობების ეფექტურობის შეფასება;
•    მარკეტინგული მასალების მარაგების მართვა;
•    კომპანიაში განხორციელებული სიახლეების შესახებ რგოლის შექმნა და "ისრის" მონიტორებზე განთავსება;
•    "ისრის" მონიტორებზე გასული სხვა რგოლების/ინფორმაციის ყოველკვირეული განახლების კონტროლი;
•    სეზონური მენიუების დიზაინის შექმნა და გადაბეჭდვის უზრუნველყოფა;
•    "ფრანტ ლაინის" თანამშრომლების (მიმტანი, დელივერის მძღოლი, მენეჯერი, ცვლის მენეჯერი, მომღერალი) უნიფორმების დიზაინის შექმნა და სეზონური განახლება;
•    პერსონალის მიერ კომპანიის კორპორატიული სტილის (უნიფორმა, მომხმარებლებთან ურთიერთობა, სხვა დეტალები) დაცვის კონტროლი;
•    სხვა დაკავშირებული ამოცანები.

მოთხოვნები:
•    უმაღლესი განათლება მარკეტინგში (ბაკალავრის ხარისხი);
•    მარკეტინგის სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
•    აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა;
•    საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office - Excel, Word, PowerPoint).
დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@mgroup.ge  2012 წლის 25 მაისამდე. თემის დასახელებაში მიუთითეთ "მარკეტინგის მენეჯერი".

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,  ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები