ვაკანისა კოორდინატორის თანაშემწე/სტაჟიორის თანამდებობაზე
აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა მატემატიკის ქ.თბილისის N42 საჯარო სკოლა (www.vekua42.edu.ge) მოხალისეთა სტაჟირების პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორის თანაშემწის ვაკანტურ თანამდებობაზე.
სამუშაო დატვირთვა: დრო და განრიგი განისაზღვრება აპლიკანტის ინტერესების გათვალისწინებით.
განცხადების წარდგენის ბოლო ვადაა: 2012 წლის 15ივნისი, 18:00 საათი
გამოსაცდელი ვადა: 1 კვირა
პროგრამის ხანგრძლივობა: 2 თვე, მისი გაგრძელება 6 თვემდე შესაძლებელია აპლიკანტის ინტერესისა და ადმინისტრაციის თანხმობის შემთხვევაში
ძირითადი ფუნქციები:
სტაჟირების პროგრამის მონაწილის ფუნქციები არის ადმინისტრაციის დახმარება:
• სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების პროცესში (დაგეგმვა, განხორციელება, ანგარიშგება)
• სკოლის მატერალურ-ტექნიკური ბაზის მართვის პროცესში (ინვენტარიზაცია, შენობის დატვირთვა და სხვა)
• საქმიანი მიმოწერის განხორციელებასა და სხვადასხვა ხასიათის ანგარიშების მომზადების პროცესებში
სავალდებულო მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება ბაკალავრიატი (სრული ან დაუსრულებელი)
• საოფისე პროგრამების ცოდნა: Microsoft Word, Excel, Power Point, Internet
• სამუშაოს არწერილობაში მოცემული საკითხების თეორიული და მინიმალური პრაქტიკული გამოცდილება;
• ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
დამატებითი (სასურველი) მოთხოვნები:
• წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის კარგი უნარ-ჩვევები, კომუნიკაბელურობა
• გუნდური ან/და ინდივიდუალური მუშაობის გამოცდილება
• ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ელექტრონული ფოსტის მეშევეობით უნდა წარმოადგინონ:
• მოკლე ავტობიოგრაფია (CV) (სასურველია ფოტოსურათით 3X4);
შერჩევის პროცედურა:
პირველ ეტაპზე კანდიდატთა შერჩევა მოხდება წარმოდგენილი დოკუმეტაციის მეშვეობით, მეორე ეტაპზე ჩატარდება ტესტირება, მესამე ეტაპიზე - გასაუბრება. ყოველ მომდევნო ეტაპზე სკოლა დაუკავშირდება მხოლოდ წარმატებულ კანდიდატებს. საბოლოო არჩევანი გაკეთდება გასაუბრების შემდეგ. კონკურსის შედეგად შეირჩევა სულ მცირე 2 სტაჟიორი.
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ:
საკონტაქტო პირი : თეა გორდულაძე
ტელეფონი: (+995 577) 335622
ელ.ფოსტა: administratori@vekua42.edu.ge
ვებგვერდი: www.vekua42.edu.ge
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.