ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

ვაკანისა გაყიდვების აგენტის თანამდებობაზე

კომპანია ARCI აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების აგენტის ვაკანსიაზე.

მოვალეობები:
•    ახალი, მოთხოვნადი პროდუქტების და მომსახურების შემუშავებაში მონაწილეობა, საინტერესო, სრულიად ახალი და უცხო იდეების გენერაცია, მათი პრაქტიკაში დანერგვის სამუშაოებში ჩართვა;
•    სხვადასხვა პროდუქტების და მომსახურებისთვის მიზნობრივი აუდიტორიის შერჩევა, მათთან კონტაქტში შესვლა, საქმიანი და არაფორმალური ურთიერთობების განვითარება;
•    გაყიდვების არაორდინალური სტრატეგიების გენერირება და დაგეგმვა-აღსრულება სამუშაო ჯგუფთან ერთად - ყველაზე რთული, საინტერესო და საჭირო პროდუქტების რეაქტიული გაყიდვებისთვის;
•    გაყიდვების ეფექტიანი, კარგად გათვლილი და მიზანზე ორიენტირებული მოქმედებების დაგეგმვა, მათი მაღალ დონეზე და ორგანიზებულად შესრულება შესაბამისი პროდუქტების და მომსახურების კლიენტებამდე მიტანის და გაყიდვისთვის;
•    კონკრეტული პროდუქტების და მომსახურების გაყიდვის ხელშეწყობასთან დაკავშირებული სხვა პროდუქტების და სერვისების სიღრმისეულად შესწავლა, მათი კარგად მიტანა კლიენტებამდე და ძირითადი გაყიდვის პროცესის ხელშეწყობა დამატებითი პოზიციების შეთავაზების გზით.

მოთხოვნები:
•    მნიშვნელობა არ აქვს უმაღლეს განათლებას;
•    აუცილებელია პროგრამების  Excel–ის, Word–ის და ინტერნეტის მოხმარების გამართულად ცოდნა;
•    სასურველია პრეტენდენტი იყოს 30 წლამდე ასაკის;
•    აუცილებელია ინგლისურის ენის ცოდნა და სასურველია ასევე რუსული ენის ცოდნაც.

დაინტერესებულ პირებმა CV გამოგვიგზავნეთ 20 ივნისამდე ელექტრონულ მისამართზე:  info@arci.ge  CV  სასურველია შეიცავდეს ბიომეტრიულ ფოტოსურათს სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის სრული სახელწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში CV ვერ მოხვდება ადრესატთან და არ განიხილება.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,  ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები