ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

ვაკანისა ჯგუფის კოორდინატორის თანამდებობაზე

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აცხადებს კონკურსს ჯგუფის კოორდინატორის პოზიციაზე (თბილისის იუსტიციის სახლი).

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობა
•    მისდამი დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა, ყოველდღიური შეუფერხებელი მუშაობის, დისციპლინის და წესრიგის კოორდინირება;
•    იუსტიციის სახლის მომსახურების ხარისხის სტანდარტის განხორციელებაზე მუდმივი მონიტორინგი
•    ხელმძღვანელობის დროული ინფორმირება მომსახურებისას წამოჭრილი პრობლემების შესახებ;
•    პრობლემების აღმოფხვრის გზების შემუშავება;
•    მომხმარებელთა მომსახურების მაღალი ხარისხით უზრუნველყოფა და მიმდინარე ხარისხის გაუმჯობესებისათვის წინადადებების მომზადება;
•    ახალი პროდუქტის, სერვისების ან სხვა სიახლეების თანამშრომლებისათვის გაცნობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
•    უმაღლესი განათლება;
•    მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
•    ინგლისური ენის ცოდნა;
•    მომხმარებელთა ეფექტური მომსახურების ზოგადი სტანდარტების ცოდნა.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა მისამართზე: http://www.hr.gov.ge 2012 წლის 9 ივნისის ჩათვლით.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,  ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები