უმცროსი პროგრამისტი/სტაჟიორი
კომპანია "ნოვა ტექნოლოჯი" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი პროგრამისტის (სტაჟიორის) პოზიციაზე.
ძირითადი მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება (კომ. მეცნიერება, ინფორმატიკა, ფიზიკა-მათემატიკა);
• პროგრამირების ენები: C#, SQL;
• სასურველია მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება (Oracle, MS SQL);
• ASP.NET-თან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
• ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (მინიმუმ საშუალო დონე).
პიროვნული თვისებები:
• ორგანიზებულობა და მოქნილობა;
• დროის განაწილების უნარი;
• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
• როგორც ინდივიდუალური, ასევე გუნდური მუშაობის უნარი;
• გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
• კომუნიკაციის უნარი.
ძირითადი მოვალეობები:
• კომპანიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, საჭირო პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა;
• კომპანიაში არსებული პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერა/განვითარება.
კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს, შეუძლიათ გააგზავნონ რეზიუმე ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: vacancy@novatech.ge არა უგვიანეს 2009 წლის 15 ოქტომბრისა.
სავალდებულოა სათაურში მიუთითოთ იმ თანამდებობის დასახელება, რომელზეც აგზავნით რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ შემდეგი ვებგვერდები: http://www.novatech.ge | http://www.paybox.ge
ან მიმართეთუნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურს მისამართზე:ქ. ჩოლოყაშვილის 5, ოთახი 333, ტელ: 89921 16 70, 877 23 77 18 (ილ. ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა)