ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

უფროსი და მთავარი სპეციალისტის ვაკანსია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში

1.    მდგრადი განვითარების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი

კანდიდატისთვის წაყენებული მოთხოვნები:

•    იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, 21-დან 65 წლის ასაკამდე, და ფლობდეს სახელმწიფო ენას;
•    ჰქონდეს აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირების, საჯარო მართვის, გარემოს მენეჯმენტის, ენვირონიკის, გარემოს დაცვის დაგეგმარების, ურბანული დაგეგმარების, არქიტექტურის ან/და მდგრადი განვითარების დეპარტამენტის ფუნქციების განხორციელებისათვის საჭირო სხვა სფეროში;
•    მდგრადი განვითარების სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
•    ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა;
•    საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
თანამდებობრივი სარგოს ოდენობა: 960 (ცხრაას სამოცი) ლარი.

2.     მდგრადი განვითარების დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი

კანდიდატისთვის წაყენებული მოთხოვნები:

•    იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, 21-დან 65 წლის ასაკამდე, და ფლობდეს სახელმწიფო ენას;
•    ჰქონდეს აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირების, საჯარო მართვის, გარემოს მენეჯმენტის, ენვირონიკის, გარემოს დაცვის დაგეგმარების, ურბანული დაგეგმარების, არქიტექტურის ან/და მდგრადი განვითარების დეპარტამენტის ფუნქციების განხორციელებისათვის საჭირო სხვა სფეროში;
•    მდგრადი განვითარების სფეროში მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
•    ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა;
•    საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
თანამდებობრივი სარგოს ოდენობა: 900 (ცხრაასი) ლარი.

საკონკურსო თემატიკა სამივე პოზიციისთვის:


•    საქართველოს კონსტიტუცია;
•    საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
•    საქართველოს კანონი "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ";
•    საქართველოს კანონი "საჯარო სამსახურის შესახებ";
•    საქართველოს კანონი "ნორმატიული აქტების შესახებ";
•    საქართველოს კანონი "სახელმწიფო ქონების შესახებ";
•    საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის #77 დადგენილება "საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ".

წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი:
•    CV ერთი ფოტოსურათით;
•    პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
•    განათლების ან/და შესაბამისი კვალიფიკაციის მოწმობის ასლი;
•    შრომის წიგნაკის ასლი ან/და სათანადოდ გაფორმებული საბუთი (საბუთები) შრომითი სტაჟის შესახებ;
•    განცხადება საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სახელზე კონკურსში მონაწილეობის თაობაზე.

განცხადებისა და სხვა აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის ბოლო ვადა: 2010 წლის 26 ნოემბერი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: (8 32) 29 47 11.

ბანერები