უცხო ენათა მასწავლებლის თანამდებობა "ლინგვა ჰაუსში"
უცხო ენათა შემსწავლელი ცენტრი "ლინგვა ჰაუსი" აცხადებს ვაკანსიებს ინგლისური, რუსული, ქართული, იტალიური, ესპანური, გერმანული, ფრანგული, ჩინური, იაპონური, თურქული, პოლონური და პორტუგალიური ენების მასწავლებლებისთვის. გვესაჭიროება სპეციალისტები, რომლებიც მოამზადებენ სტუდენტებს ბიზნეს ინგლისურში და საერთაშორისო სერტიფიკატებისთვის: PET, FCE, CAE, IELTS, Pre-TOEFL, TOEFL, SAT, GRE, GMAT. აგრეთვე გვესაჭიროება SAT, GRE და GMAT-ის მათემატიკის მასწავლებლები.
საჭირო კვალიფიკაცია:
• უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების დამადასტურებელი დიპლომი (უცხო ენების განხრით);
• მასწავლებელთა გადამზადების კურსების წარმატებით დამთავრების დამადასტურებელი სერტიფიკატი;
• სარეკომენდაციო წერილები;
• უმთავრესი კრიტერიუმები: პასუხისმგებლობის გრძნობა, კომუნიკაბელურობა, დისციპლინა, პუნქტუალობა.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა გააგზავნოთ რეზიუმე ინგლისურ და ქართულ ენაზე ფოტოსურათთან ერთად ელექტრონული ფოსტის მისამართზე. სათაურში აუცილებელია მიუთითოთ, რომელი ენის მასწავლებელი ხართ.
განაცხადის გაგზვანის ბოლო ვადაა 2011 წლის 2 ოქტომბერი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის №32, ოთახი №C219 ტელ.: 229 47 11.