ტურ-ოპერატორის ვაკანსია ტურისტულ კომპანიაში
ტურისტული ბაზრის ახალი მოთამაშე აცხადებს ვაკანსიას ტურ-ოპერატორის თანამდებობაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
• ავია-ბილეთების, სასტუმროების, ტრანსფერის ორგანიზება ტურისტებისთვის;
• სასტუმროების დაჯავშნა;
• ტურისტული პაკეტების შედგენა და გაყიდვა;
• ტურისტების მოზიდვა;
• უცხოურ ტურ-ოპერატორებთან ურთიერთობა.
მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება;
• ქართული, ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა;
• ტურიზმის სფეროში მუშაობის გამოცდილების მქონე პიროვნებებს მიენიჭებათ უპირატესობა.
პიროვნული თვისებები:
• პასუხისმგებლობის გრძნობა;
• დროის ეფექტურად მართვის უნარი;
• ენერგიული;
• კომუნიკაბელური;
• კლიენტის დარწმუნების უნარი;
• გუნდურ მუშაობაზე ორიენტირებული;
• ინიციატივიანი;
• გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2011 წლის 25 მარტი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 219, ტელ.: 822 29 47 11.