ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

თრეველ თაიმი აცხადებს ვაკანსიებს

"თრეველ თაიმი" აცხადებს ვაკანსიებს შემდეგ თანამდებობებზე:

 1. საერთაშორისო ტურიზმის ოპერატორი

 კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • მინიმუმ ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება შესაბამის სფეროში;
  • ინგლისური, რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა (უპირატესობა მიენიჭება პირს, რომელიც ფლობს თურქულ ენასაც);
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • საკითხების დროულად გადაწყვეტის უნარი.

სამუშაოს აღწერა:

  • მომხმარებლებთან ურთიერთობა ტურისტული მომსახურების შერჩევის მიზნით;
  • მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება;
  • საზღვარგარეთ ტურისტული მომსახურების რეალიზაციის განხორციელება;
  • რეალიზაციის აღრიცხვა;
  • რეპორტების მომზადება.

 2. შიდა ტურიზმის ოპერატორი

 კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • მინიმუმ ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება შესაბამის სფეროში;
  • ინგლისური, რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა (უპირატესობა მიენიჭება პირს, რომელიც ფლობს ებრაულ ენასაც);
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • საკითხების დროულად გადაწყვეტის უნარი;
  • ადგილობრივ მომწოდებლებთან (სასტუმროებთან, სატრანსპორტო კომპანიებთან) ურთიერთობების წარმართვის უნარი;
  • საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობების წარმოების უნარი.

სამუშაოს აღწერა:

  • საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობა ტურისტული მომსახურების პაკეტების შედგენის მიზნით;
  • მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება სხვადასხვა სახის მომსახურების მიღებასთან დაკავშირებით;
  • ტურისტული პაკეტების რეალიზაციის წარმოება;
  • რეალიზაციის აღრიცხვა;
  • რეპორტების მომზადება.

 3. ავიაბილეთების ოპერატორი:

 მოთხოვნები:

  • მინიმუმ ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება შესაბამის სფეროში;
  • "ამადეუსის" ზედმიწევნით ცოდნა;
  • ინგლისური, რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • საკითხების დროულად გადაწყვეტის უნარი;
  • საქართველოს ავიაბაზრის მეტ-ნაკლებად ცოდნა;
  • მომხმარებელთან ურთიერთობის უნარი;
  • ურთიერთობების წარმართვის გამოცდილება სხვადასხვა კომპანიებთან.

 სამუშაოს აღწერა:

  • მომწოდებელ კომპანიებთან ურთიერთობების წარმართვა;
  • "ამადეუსში" მუშაობა;
  • მომხმარებლებთან ურთიერთობა ავიაბილეთების რეალიზაციის მიზნით;
  • რეალიზაციის აღრიცხვა;
  • რეპორტების მომზადება.

 სამუშაო საათები:10:00-19:00.

 სამუშაო ადგილი: თბილისი, დადიანის ქ. 8.

 შრომის ანაზღაურება: კანდიდატმა უნდა მიუთითოს თავის განცხადებაში სასურველი ანაზღაურება.

 სხვა მოთხოვნები:

სქესი: არ აქვს მნიშვნელობა

ასაკი: 23-28 წ.

დაინტერესებულმა პირებმა CV ფოტოსურათით უნდა გამოაგზავნონ ელ. ფოსტაზე: traveltime@client.jobs.ge და მიუთითონ ვაკანსიის დასახელება. განცხადებები გამოგზავნილ უნდა იქნას 2012 წლის 16 აგვისტომდე.

ბანერები