ტრენინგი:სასწავლო საგანმანათლებლო ცენტრი ცოდნა
“სასწავლო საგანმანათლებლო ცენტრი ცოდნა” იურიდიული განათლების მქონე პირებს გთავაზობთ ტრენინგს საბანკო სამართალში, სხვადასხვა ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების იურიდიულ განყოფილებაში სტაჟირებითა და დასაქმების პერსპექტივით.
საქართველოში საბანკო სისტემის მზარდი განვითარების ფონზე დადგა აღნიშნული სფეროს კვალიფიციური იურისტებით დაკომპლექტების საჭიროება. გეძლევათ საშუალება, მონაწილეობა მიიღოთ ტრენინგში "საბანკო საქმის სამართლებრივი რეგულირება", რომელიც მოიცავს საბანკო საქმიანობის თითქმის ყველა მნიშვნელოვან სამართლებრივ ასპექტს.
ტრენინგის მიზანი: საბანკო სამართლის უმნიშვნელოვანესი საკითხებისა და მარეგულირებელი კანონმდებლობის გააზრებული შესწავლა. საბანკო სამართალში თეორიული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზაციის უნარ-ჩვევების შემუშავება.
ტრენინგის აუდიტორია: იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები, იურისტები, საკრედიტო ადმინისტრატორები, საბანკო სამართლის საკითხებით დაინტერესებული პირები.
ტრენინგის შედეგი:
ტრენინგის გავლის შემდეგ, მონაწილეს სრულყოფილი წარმოდგენა ექნება:
• თუ რა ფუნქციები აქვს დაკისრებული იურისტს საბანკო სისტემაში და რა გზით, რომელ საკანონმდებლო აქტზე დაყრდნობით შეძლებს იგი ამ ფუნქციების შესრულებას;
• ბანკის ყველა სტრუქტურული ერთეულის მუშაობაზე, ასევე აღნიშნული სტრუქტურული ერთეულების მუშაობის სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევის წესებზე.
ტრენინგის გავლის შემდეგ, მონაწილე შეძლებს:
• კონკრეტული საბანკო-სამართლებრივი ურთიერთობისათვის შესაბამისი ნორმის სწორად შეფარდებას;
• საბანკო-სამართლებრივი დოკუმენტაციის შედგენას.
ტრენინგი დაგეგმილია იმგვარად, რომ შესაძლებელი გახდეს ტრენინგის შედეგის მაქსიმალური მიღწევა. ტრენინგის დროს გამოყენებული იქნება ლოგიკური ანალიზის, მსჯელობითი და დიალოგის მეთოდები, გუნდურ-სიტუაციური ანალიზის მეთოდი. ტრენინგი, თეორიულ მასალასთან ერთად, უხვად იქნება გაჯერებული პრაქტიკული ასპექტებითაც.
სწავლება მიმდინარეობს როგორც ჯგუფურად, ასევე ინდივიდუალურად.
მსმენელები უზრუნველყოფილნი იქნებიან საჭირო მეთოდური ლიტერატურით. კურსის დასრულების შემდეგ, ტესტირების საფუძველზე, გაიცემა სერტიფიკატი კატეგორიის მიხედვით და რეკომენდაცია დასაქმებისათვის.
წარმატებული მსმენელები სტაჟირებას გაივლიან სხვადასხვა ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში, რაც ძალიან დაეხმარებათ შემდგომი დასაქმებისათვის.
პირველი ლექცია ტარდება უსასყიდლოდ.
სწავლის საფასურის გადახდა შესაძლებელია განვადებით.
ტრენინგის საფასური: 300 ლარი
ჩაწერა მიმდინარეობს წინასწარი რეგისტაციის საფუძველზე:
სათაო ოფისი:
ქ. თბილისი, ყაზბეგის გამზ #47; ტელ.: 2 36 96 27; 597 47 37 37;