ტრენინგი საბანკო საქმეში - სტაჟირება ბანკში
ტრენინგ ცენტრი "V&J" გიწვევთ ტრენინგ კურსებზე - საბანკო საქმე სტაჟირებით ბანკში.
პროგრამა განკუთვნილია სტუდენტებისთვის, ბაკალავრებისთვის, მაგისტრანტებისთვის - ბანკებში, მიკრო საფინანსო ორგანიზაციებში, საკრედიტო დაწესებულებებში კვალიფიკაციის ამაღლების ან დასაქმების ხელშესაწყობად. საბანკო სწავლების კურსის წარმატებით გავლის შემდეგ, თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა, აიმაღლოთ კვალიფიკაცია და გაზარდოთ თქვენი დასაქმების შანსი საბანკო და საკრედიტო დაწესებულებებში. წარმატებულ მსმენელებს აქვთ ბანკში დასაქმების პერსპექტივა.
თეორიული კურსი:
თანამედროვე საბანკო სისტემა:
ეროვნული ბანკი და მისი ფუნქციები;
კომერციული ბანკი, მისი საქმიანობა და ფუნქციები.
ბანკის საკასო და საანგარიშსწორებო ოპერაციების დოკუმენტები:
საკასო-საანგარიშსწორებო საბუთების გაფორმების წესები;
საგადასახადო საბუთები;
ბანკის სამუშაო და საოპერაციო დღე;
საბანკო ოპერაციების დოკუმენტაცია.
საანგარიშსწორებო და საკორესპონდენტო ურთიერთობები:
საბანკო ანგარიშები;
ანგარიშების გახსნისა და დახურვის სამართლებრივი საფუძვლები.
უნაღდო ანგარიშსწორების ფორმები
საგადახდო დავალება;
საინკასო დავალება;
აკრედიტივი და ჩეკები;
საბანკო პლასტიკური ბარათები.
ნაღდი ანგარიშსწორების ოპერაციები:
სალაროს მუშაობის ორგანიზაცია;
ნაღდი ფულისა და სხვა ფასეულობების მიღება და გაცემა;
ფულადი სახსრებისა და სხვა ფასეულობების ფორმირება და შენახვა;
ნაღდი ფულისა და სხვა ფასეულობების ინკასირება და ბანკომატებთან დაკავშირებული ოპერაციები.
ბანკის პასიური (დეპოზიტური) ოპერაციები:
ანაბრების (დეპოზიტების) სახეები;
ანაბრებისგაფორმებისა და განკარგვის წესები.
ბანკის საკრედიტო (სასესხო) ოპერაციები:
საბანკო კრედიტების კლასიფიკაცია;
საკრედიტო სამართლებრივი ურთიერთობები - საკრედიტო ხელშეკრულება;
კრედიტის დაბრუნებადობის უზრუნველყოფის ფორმები (გირაო, თავდებობა, გარანტია).
კომერციული ბანკის სავალუტო ოპერაციები:
კლიენტურის სავალუტო ანგარიშების გახსნა და მომსახურეობა;
შიდა სავალუტო ბაზარზე უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვა.
ფასიანი ქაღალდები:
ფასიანი ქაღალდების სახეები;
ოპერაციები ფასიან ქაღალდებზე.
საბანკო რისკები: კომერციული ბანკების მიერ აქტივების შესაძლო დანაკარგების რეზერვების შექმნა.
სტაჟირება პრივატბანკში:
თეორიული და პრაქტიკული კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტები გაივლიან უფასო სტაჟირებას პრივატბანკში, საოპერაციო განყოფილებაში (ფრონტ ოფისში), ფიზიკური და იურიდიული პირების მომსახურებაში. სტაჟირების ხანგრძლივობა შეადგენს 2 კვირაs (10 დღის განმავლობაში სრული დატვირთვით დილის 10 სთ-დან 18 სთ-მდე). წარმატებულ მსმენელებს აქვთ ბანკში დასაქმების პერსპექტივა.
ლექციების ხანგრძლივობა: 1 თვე.
ღირებულება: 200 ლარი.
დაწვრილებითი ინფორმაციისთვის დააჭირეთ ლინკს: http://vjcenter.ge/index.php?pg=bank
ტესტირების შემდეგ გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი.
ტრენინგ ცენტრის შესახებ:
"V&J" წარმოადგენს მოკლევადიან ტრენინგ ცენტრს. მისი მიზანია გადაამზადოს ნებიმიერი კადრი. ამისთვის იგი დაკომპლექტებულია კვალიფიცირებული ტრენერებით, რაც შესაძლებლობას აძლევს მსენელებს შეიძინონ როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ცოდნა. უმრავლესობა ტრენინგებს თან ახლავს სტაჟირების კურსი, რაც საშუალებას აძლევს მოსწავლეებს პრაქტიკაში განახორციელონ მიღებული თეორიული ცოდნა. სასწავლო ცენტრს აქვს აქტიური კავშირი წარმატებულ ორგანიზაციებთან და კადრის მოთხოვნის შემთხვევაში რეკომენდაციას უწევს და ასაქმებს წარჩინებულ კურსდამთავრებულებს.
საკონტაქტო მონაცემები:
მის.: თბილისი, მეტრო "თავისუფლების მოედანი", თაბუკაშვილის 22 (კოლმეურნეობის მოედანთან)
ტელ: 990002 (ოფისი), 899 116035, 899 116035 (მობილური)
ელ-ფოსტა: info@vjcenter.ge
დაწვრილებითი ინფორმაციისთვის ესტუმრეთ ჩვენს ვებ გვერდს: http://www.vjcenter.ge
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა: 20 თებერვალი