ტრენინგი ჰოსპიტალურ მენეჯმენტში
კავკასიის უნივერსიტეტის ჯანდაცვის სკოლა გიწვევთ ჰოსპიტალური მენეჯმენტის ტრენინგ-პროგრამაზე.
პროგრამა შედგენილია საერთაშორისო კურიკულუმის სტანდარტების მიხედვით, რისი მეშვეობითაც მსმენელი მიიღებს ახალ ინფორმაციას და შეძლებს პრაქტიკაში გამოიყენოს თეორიული ცოდნა. პროგრამაში აქცენტი გაკეთებულია მენეჯერული უნარების განვითარებაზე.
ამჟამად, საქართველოში დიდი მოთხოვნაა ჯანდაცვის სისტემის მართვის მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებზე. კურსის გავლის შემდეგ, მსმენელი შეიძენს ჯანდაცვის სისტემების ადმინისტრატორის მენეჯერულ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს. გარდა ამისა, მიიღებს ინფორმაციას სამედიცინო ბიზნესის პრინციპებისა და სტრატეგიის ანალიზის შესახებ.
პროგრამა მოიცავს შემდეგ საკითხებს:
** მენეჯმენტის პრინციპები;
** ჯანმრთელობის ზოგადი კონცეფცია;
** სტატისტიკის საფუძვლები;
** ფინანსური მენეჯმენტი;
** ორგანიზაციული ქცევა (O. B.);
** ადამიანური რესურსების მენეჯმენტი;
** ჯანდაცვის ეკონომიკა;
** მენეჯერული აღრიცხვა;
** ოპერაციების მენეჯმენტი;
** ბიონარჩენების მენეჯმენტი;
** მარკეტინგული მენეჯმენტი;
** კომუნიკაცია, PR, ურთიერთობა პრესასთან;
** სადაზღვევო სისტემის ფუნქციონირების პრინციპები/საქართველოს სადაზღვევო სისტემის თავისებურებანი;
** საინფორმაციო სისტემები ჯანდაცვის სექტორში;
** სამართლებრივი ასპექტები და რეგულაციები ჯანდაცვის სისტემაში;
** ხარისხის შეფასების სისტემა, მეთოდები, ინდიკატორები;
** ექთნების მენეჯმენტი;
** საავადმყოფოს და სამედიცინო დაწესებულებების დაგეგმარება და სტანდარტები;
** კატასტროფების და საგანგებო მდგომარეობების მენეჯმენტი;
** წამლების მარაგების მართვა.
ერთთვიანი ტრენინგი ჩატარდება ქართულ ენაზე, ყოველდღე, 3-დან 6 საათამდე, შაბათ-კვირის გარდა.
ტრენინგი ჩატარდება საქართველოს საპატრიარქოს წმიდა იოაკიმეს და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრში.
ტრენინგის ღირებულება: 950 ლარი; 95 ლარი წინასწარი გადახდით (რეგისტრაციის საფასური). იმ შემთხვევაში, თუ რეგისტრაციას თქვენი სურვილით გააუქმებთ, რეგისტრაციის თანხა უკან არ დაგიბრუნდებათ.
იმისათვის, რომ წარმატებით გაიაროთ რეგისტრაცია, აპლიკაციის შევსებიდან 5 დღის განმავლობაში უნდა დაფაროთ რეგისტრაციის საფასური - 95 ლარი, რომელიც გამოაკლდება ტრენინგის საერთო ღირებულებას. გთხოვთ, რეგისტრაციის საფასური გადაიხადოთ შემდეგ საბანკო ანგარიშზე:
შპს "კავკასიის უნივერსიტეტი"
ბანკი რესპუბლიკა
ანგარიშის ნომერი: GE59BR0000003608015916
დანიშნულებაში მიუთითეთ: სახელი, გვარი, "ჰოსპიტალური მენეჯმენტის ტრენინგ-პროგრამის" რეგისტრაციის გადასახადი
განაცხადის შეტანის ბოლო ვადა: 25 თებერვალი, 2013 წ.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
** შევსებული ელექტრონული აპლიკაცია
** CV (გთხოვთ მიუთითეთ პირადობის მოწმობის პირადი ნომერი)
** 1 ფოტოსურათი (ზომა 3x4).
ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატი!
გისურვებთ წარმატებებს!
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრი
მისამართი: კოსტავას ქ. 77, თბილისი, 0175
ტელ: (+995 32) 2 377777 (216)
ელ-ფოსტა: trainingcenter@cu.edu.ge