ტრენინგი და უფასო პრაქტიკა პრივატბანკში
"ბი დი სი აკადემია" აცხადებს ტრენინგს და უფასო პრაქტიკას პრივატბანკში, ასევე სხვადასხვა მიკრო-საფინანსო ორგანიზაციებში.თქვენ გეძლევათ საშუალება, აიმაღლოთ კვალიფიკაცია საბანკო საქმეში, მიიღოთ გამოცდილება და გახდეთ საბანკო საქმის სპეციალისტი.
ტრენინგ-პროგრამა განკუთვნილია მსმენელთათვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საბანკო საქმის შესწავლით და სურთ დასაქმდნენ ამ სექტორში.
საბანკო საქმის კურსი გათვალისწინებულია სტუდენტებისთვის, მაგისტრანტებისთვის და ეკონიმიკური და ბიზნეს განათლების მქონე პირთათვის. კურსი გაძლევთ საშუალებას, აიმაღლოთ კვალიფიკაცია საბაკო-საფინანსო სფეროში. წარმატებულ მსმენელებს ექნებათ დასაქმების შანსი.
კურსი მოიცავს:
1. ბანკის დაარსების პროცედურა, ბანკების სამართლებრივი რეგულირება, კანონმდებლობა, რომელიც არეგულირებს კომერციული ბანკების საქმიანობას.
2. ცენტრალური ბანკი, ცენტრალური ბანკის ძირითადი ფუნქციები,
3. ცენტრალური ბანკის პოლიტიკა და ფინანსური ინსტრუმენტები;
4. კომერციული ბანკი: კომერციული ბანკების ძირითადი ფუნქციები, სახეობები.
5. კომერციული ბანკების სამართლებრივი ფორმა, ორგანიზაციული სტრუქტურა.
6. ბანკის მომხმარებლები: იურიდიული და ფიზიკური პირები.
7. საბანკო პროდუქტები, ანაბრები...
8. პლასტიკური ბარათებით ანგარიშსწორების ლოკალური და საერთაშორისო სისტემები;
9. საბანკო მომსახურეობა: საკრედიტო და საოპერაციო მომსახურება;
10. იპოთეკური, ავტო, სამომხმარებლო და ბიზნეს სესხები,
11. სადეპოზიტო და საკასო მომსახურება.
12. კომერციულ ბანკებში კრედიტების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების შესახებ დებულება.
13. ბანკების მმართველობა, მენეჯმენტი. შესაძლო დანაკარგების რეზერვის შექმნისა და გამოყენების წესი.
14. საბანკო მარკეტინგი.
15. კომერციული ბანკის შეფასების ძირითადი კრიტერიუმები;
16. ბანკის ბალანსი: აქტივები, პასივები, ბალანსის ანალიზი და კოეფიციენტები;.
17. საქართველოში მოქმედი ბანკების ფინანსური ანგარიშგების ანალიზი;.
18. ბანკების შემოწმების ერთიანი სარეიტინგო სისტემა;.
19. ბანკის ლიკვიდურობა;
20. საბანკო აუდიტის საფუძვლები; საერთაშორისო აუდიტორული კომპანიები;
21. აუდიტის დაგეგმვის ზოგადი პრინციპები;
22. საერთაშორისო ანგარიშსწორება. ანგარიშსწორების ფორმები;
23. მსმენელთა კითხვა-პასუხი; პრაქტიკული სამუშაოები;
24. ტესტირება.
პროგრამა დაფუძნებულია ლექციებზე, დისკუსიებზე, ტესტებზე, სლაიდებსა და პრეზენტაციებზე.
მსურველები უზრუნველყოფილნი იქნებიან საჭირო სასწავლო მასალებით.
კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მსმენელები მიიღებენ ორენოვან სერტიფიკატს, სტაჟირების ცნობას და სარეკომენდაციო წერილს.
კურსის კოორდინატორები არიან წამყვანი ბანკის წამყვანი სპეციალისტები.
ფუნქციონირებს როგორც დღის, ასევე საღამოს ჯგუფები.
დაგვიკავშირდით:
მის.: თბილისი, რუსთაველის 36, I სადარბაზო, II სართული.
ტელ.: 2 920330, 2 514730, 593 252508
ელ-ფოსტა: academy@bdc-center.ge
ვებ-გვერდი: http://www.bdc-center.ge/