ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

ტრენინგი "ბლოგინგი და სამართალი"

საინიციატივო ჯგუფი "ახალგაზრდა ნოვატორები" შეიქმნა 2010 წელს და მასში გაწევრიანებული არიან ენერგიული, აქტიური, შრომისმოყვარე, კრეატიული და პრაგმატულად მოაზროვნე ახალგაზრდები.

საბჭოთა კომუნიზმის დროს ადამიანები თავს გრძნობდნენ ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში მყოფ არსებებად და არა მათ ხელმძღვანელებად. 20 წელზე მეტია, რაც დამოუკიდებლობა მოიპოვა ქართველმა ერმა და არასამთავრობოების, საერთაშორისო ფონდების და კეთილმოსურნე სახელმწიფოების დახმარებით ვაშენებთ დემოკრატიულ ქვეყანას, მაგრამ ჯერ კიდევ საზოგადოების დიდ ნაწილს არა აქვს გათვითცნობიერებული მათთვის მინიჭებული ეროვნული და საერთაშორისო სამართლის მიერ უზრუნველყოფილი სამოქალაქო, პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებები.

ჩვენი მიზანია დემოკრატიის განვითარება, სამოქალაქო საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება, ადამიანის უფლებათა დაცვისა და კანონის უზენაესობის ხელშეწყობა, ახალგაზრდების, მედიის, იძულებით გადაადგილებული პირების და სოციალურ-ეკონომიკურად დაუცველი ადამიანებისა და ჯგუფების განვითარება.

საინიციატივო ჯგუფი "ახალგაზრდა ნოვატორები" აცხადებს სოციალური მედიის წარმომადგენელთათვის უფასო ტრენინგს "ბლოგინგი და სამართალი".

ტრენინგის ძირითადი თემები იქნება:

** "სააღსრულებო სისტემა"
** "ერთი სივრცის პრინციპი"
** "ნორმატიული აქტების ცნება და მისი კლასიფიკაცია"
** "საარჩევნო ციკლი და დამკვირვებლის უფლება-მოვალეობა"
** "გამოხატვის თავისუფლება"
** "საავტორო უფლებები"
** "ინფორმაციის თავისუფლება"
** "ადმინისტრაციული საჩივარი და სასამართლო წარმოება"
** "ეფექტური კომუნიკაცია"
** "ლიდერული უნარ-ჩვევები"
** "აზროვნების ეკონომიკური წესი"
** "მედიის სამართლებრივი რეგულირება"
** "პრეზენტაციის ჩატარების ტექნიკები"
** "მოქალაქე-აქტიური მოქალაქე".

ტრენინგ-კურსს გაუძღვებიან საჯარო დაწესებულების (ფინანსთა სამინისტროს აკადემა, იუსტიციის სახლის, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - "საქპატენტის", აღსრულების ეროვნული ბიურო) წარმომადგენლები, ასევე სხვადასხვა არასამთავრობოებიდან (მშვიდობისა და განვითარების აკადემია, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო, ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი) მოწვეული სპეციალისტები და კვალიფიციური პროფესორ-მასწავლებლები.

ტრენინგი აპოლიტიკურია და მიზნად ისახავს სოციალური მედიის წარმომადგენელთა სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას, დამოუკიდებელი აზროვნების და შესაძლებლობების რეალიზაციის უნარ-ჩვევების განვითარებას.

ტრენინგში მონაწილეობის მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს რამდენიმე მოთხოვნას:

** ასაკი: 17-დან 32 წლამდე;
** უნდა ჰქონდეს ბლოგი საზოგადოებისათვის აქტუალურ საკითხებზე ჩანაწერებით;
** სწავლასა და განვითარებაზე ორიენტირებულობა;
** სასურველია იყოს სტუდენტი.

ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

ტრენინგი გაიმართება: 21/23 სექტემბერს, 12:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე.

ტრენინგებში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ თავიანთი CV არაუგვიანეს 2012 წლის 20 სექტემბრისა ელექტრონულ მისამართზე: zviadichkadua@gmail.com

რეზიუმეში აუცილებლად ჩაწერეთ საკუთარი ბლოგის ვებ მისამართი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება!

მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით!

დამატებითი ინფორმაცია ტრენინგის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებ-გვერდზე: http://novatori.wordpress.com

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,  ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები