ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

ტრენინგი: არასამთავრობო ორგანიზაცია იდენტობა

არასამთავრობო ორგანიზაცია "იდენტობა" ნიდერლანდების საელჩოს მხარდაჭერით საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს, რომლის მიზანი ქართველ სტუდენტებში ლგბტ (ლესბოსელი, გეი, ბი, ტრანსგენდერი) საკითხებისადმი ცოდნის ამაღლებაა.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში ორგანიზაცია როგორც დამწყებ, ასევე მომავალ სოციალურ მუშაკებს 2013 წლის 28 იანვარს სთავაზობს უფასო ტრენინგს ლგბტ საკითხებში. მასში მონაწილეობა საქართველოში აკრედიტებული ნებისმიერი უმაღლესი სასწავლებლის სოციალური სამუშაოს შესწავლით დაინტერესებულ სტუდენტს შეუძლია.

ტრენინგი მომავალ სოციალურ მუშაკებს პროფესიული თვალსაწიერის გაფართოების საუკეთესო შესაძლებლობას მისცემს. ისინი მიიღებენ ინფორმაციას ლგბტ ადამიანებთან სოციალური მუშაობის ძირითადი მეთოდების და პრინციპების შესახებ. მაგალითად, ისინი შეისწავლიან ლგბტ ბენეფიციარებთან/კლიენტებთან ინტერვიუს ჩატარების ტექნიკებს, კრიზისული სიტუაციების მართვისა და ლგბტ პირთა ოჯახებთან მუშაობის ხერხებს. ამასთან, ტრენინგის ერთ-ერთი მიზანი ლგბტ ადამიანის უფლებათა დამცველი ახალი თაობის აქტივისტთა აკადემიურ სფეროში გაძლიერება გახლავთ.

რეგიონული მონაწილეებისთვის გათვალისწინებულია მგზავრობის, კვებისა და სასტუმროს ხარჯების ანაზღაურება.

სარეგისტრაციო ბმული იხ.: http://identoba.com/2013/01/17/lgbtsw/

ბანერები