ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

ტრენინგი ადამიანური რესურსების მართვაში

"კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრი" გიწვევთ ტრენინგზე "ადამიანური რესურსების მართვა".

ტრენინგის გავლის შემდეგ მონაწილეებს შეექმნებათ ნათელი წარმოდგენა ადამიანური რესურსების სწორი და ეფექტური მართვის შესახებ; გაეცნობიან საუკეთესო პრაქტიკას როგორც საქართველოს, ასევე უცხოეთის ბაზარზე და შეძლებენ განასხვაონ მართვის სტილი სხვადასხვა კომპანიებსა და ქვეყნებში.

ადამიანური რესურსების მართვის ტრენინგი განკუთვნილია მათთვის, ვისაც აქვთ პრაქტიკული გამოცდილება და არ აქვთ თეორიული ცოდნა; ასევე, მათთვის, ვისაც აინტერესებთ ეს სფერო და გეგმავენ ამ მიმართულებით განვითარებას.

ტრენინგის თემატიკა:

 შესავალი ადამიანური რესურსების მართვაში. ზოგადი მიმოხილვა;
 ადმინისტრირება ადამიანური რესურსების მართვაში;
 კადრების მოძიება და შერჩევა (რეკრუიტმენტი);
 ტრენინგები, სწავლება და განვითარება;
 მოტივაცია;
 კომპენსაცია და სარგებელი (ბენეფიტები);
 შეფასების სისტემა და შესრულების მართვა;
 შემაჯამებელი ტრეინინგი: რა ვისწავლეთ და როგორ გამოვიყენებთ მას პრაქტიკაში.

ტრენინგის ხანგრძლივობა: 24 საათი (3 საათიანი ტრეინინგი ჩატარდება კვირაში ორჯერ: ოთხშაბათი - 19:00 საათი; შაბათი - 16:00 საათი)
ტრენერი: ნინო მესაბლიშვილი, "თეგეტა მოტორსის" ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი.
ტრენინგის ღირებულება: 350 ლარი; 50 ლარი წინასწარი გადახდით (რეგისტრაციის საფასური). იმ შემთხვევაში, თუ რეგისტრაციას თქვენი სურვილით გააუქმებთ, რეგისტრაციის თანხა უკან არ დაგიბრუნდებათ.

იმისათვის, რომ წარმატებით გაიაროთ რეგისტრაცია, აპლიკაციის შევსებიდან 5 დღის განმავლობაში უნდა დაფაროთ რეგისტრაციის საფასური - 50 ლარი, რომელიც გამოაკლდება ტრენინგის საერთო ღირებულებას. გთხოვთ, რეგისტრაციის საფასური გადაიხადოთ შემდეგ საბანკო ანგარიშზე:

შპს "კავკასიის უნივერსიტეტი"
ბანკი რესპუბლიკა; ანგარიშის ნომერი: GE59BR0000003608015916
დანიშნულებაში მიუთითეთ: სახელი, გვარი, "ადამიანური რესურსების მართვის ტრენინგის" რეგისტრაციის გადასახადი

დამატებითი ფასდაკლება ვრცელდება კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისათვისა და კურსდამთავრებულებისათვის!
რეგისტრაციისათვის, გთხოვთ, 2013 წლის 25 თებერვლამდე შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა.
ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატი!
გისურვებთ წარმატებებს!

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრი
მისამართი: კოსტავას ქ. 77, თბილისი, 0175
ტელ: (+995 32) 2 377777 (216)
ელ-ფოსტა: trainingcenter@cu.edu.ge

ბანერები