ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

ტრეინინგ-პროგრამას პროექტებისა და ივენთების მენეჯმენტში

სასწავლო საგანმანათლებლო ცენტრი "ცოდნა" აცხადებს სერთიფიცირებულ ტრეინინგ-პროგრამას პროექტებისა და ივენთების მენეჯმენტში.

ის, ვინც 2013 წლის 20 თებერვლამე დარეგისტრირდება აღნიშნულ კურსზე, უფასოდ გაივლის 1 თვიან სტაჟირებას "საქართველო ამერიკის საერთაშორისო ფონდში". წარმატებულ სტაჟიორებს ექნებათ ფონდში დასაქმების შესაძლებლობა.

სასწავლო კურსის ხენგრძლივობა: 20 საათი.
ტრენინგს უხელმძღვანელებს: არჩილ გამზარდია (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი).

კურსის ბოლოს, დაინტერესებულ პირს ექნება ინფორმაცია პროექტების ადმინისტრირების, ორგანიზების, მართვის, რესურსების წარმართვის შესახებ. მსმენელს ასევე უნდა ჰქონდეს წარმოდგენა ზოგადად პროექტების მენეჯმენტის შესახებ. ამას გარდა, მან უნდა შეძლოს პრაქტიკული მონაწილეობა მიიღოს კამპანიების, ღონისძიებების, პროექტების შექმნასა და წარმართვაში.

სწავლების მეთოდიკა: ინტერაქტიული, კვლევითი.
კურსის მსვლელობის დროს კეთდება პრაქტიკული ამოცანები, სიტუაციური ანალიზები, დამოუკიდებელი სამუშაოები, დისკუსიები მსმენელებს შორის.

თემატიკის შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის მიჰყევით შემდეგ ბმულს: http://tsodna.ge/?address=gv&t=1&id=74&page=2&lang=1

კურსის დასრულების შემდეგ ტესტური გამოცდის საფუძველზე გაიცემა სერტიფიკატი კატეგორიის მიხედვით.
I (საუკეთესო) კატეგორიის მქონე მსმენელებზე გაიცემა რეკომენდაცია.

პირველი ლექცია ტარდება უფასოდ. მსმენელებს გადაეცემათ საჭირო მეთოდური ლიტერატურა.
სწავლა შესაძლებელია განვადებით.

ჩაწერა მიმდინარეობს წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე:

ტელ: 597 473737
ელფოსტა: tsodna80@yahoo.com
ვებ-გვერდი: http://www.tsodna.ge
ბოლო ვადა: 20 თებერვალი

ბანერები