ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

თბილისის იუსტიციის სახლის სივრცის კონსულტანტის შესარჩევი ღია კონკურსი

ახალი ამბები

გაცნობებთ, რომ თბილისის იუსტიციის სახლის ფილიალისთვის მიმდინარეობს თანამშრომლების შერჩევის პროცესი და კონკურსები აქტიურად ცხადდება საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრირებულ ვებგვერდზე - www.hr.gov.ge.

აღნიშნულ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა თბილისის იუსტიციის სახლის სივრცის კონსულტანტის შესარჩევი ღია კონკურსი (8 ვაკანტური ადგილი).

კონკურსი  მიმდინარეობს  2018 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაინტერესებულმა პირებმა ვაკანსიის ტექსტში მითითებული მოთხოვნების შესაბამისად განახლებული რეზიუმეები გაგზავნონ განაცხადის სახით.

სივრცის კონსულტანტი თბილისის იუსტიციის სახლში.

  • საბაკალავრო საფეხურის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
    (სასურველია უმაღლესი აკადემიური განათლება სამართალმცოდნეობის განხრით);                          
  • არანაკლებ 3 თვიანი სამუშაო გამოცდილება;
  • კომპიუტერული პროგრამების (MS Office: Word, Excel, Outlook) ცოდნა;
  • ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
  • ინგლისური ან სხვა უცხო ენის ცოდნა;
  • სამოტივაციო წერილის შევსება;
  • რეკომენდატორის მითითება;

განათლების ველში აუცილებელია უნივერსიტეტიდან წარმოდგენილი ცნობის ან განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ატვირთვა.

განაცხადის გასაგზავნად თქვენი ელექტრონული რეზიუმე უნდა დააგენერიროთ  საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრირებულ ვებ-გვერდზე HR.gov.ge

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.

ბანერები