სხვადასხვა ვაკანსიები არასამთავრობო ორგანიზაციაში
არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებს ვაკანსიებს შემდეგ თანამდებობებზე:
1. ხალხური რეწვის და დეკორატიული ხელოვნების პროგრამის მენეჯერი
ფუნქციები მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგით:
• ხალხური რეწვის და დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ოსტატებთან მუშაობა პროდუქციის მოზიდვის, განვითარების, მარკეტინგის და საინფორმაციო ბაზის შექმნის მიზნით;
• ხალხური რეწვის და დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების სფეროს კვლევის დაგეგმვა და დეტალური მეთოდოლოგიური დოკუმენტის შექმნა;
• საინფორმაციო ბაზის სტრუქტურის შემუშავება;
• თანამშრომლობა სამთავრობო და არასამთავრობო უწყებებთან, ინფორმაციის მოძიების/გაცვლის, სფეროში არსებული პრობლემების გამოვლენის და პროექტის ფარგლებში შემუშავებული რეკომენდაციების დანერგვის მიზნით;
• საველე სამუშაოების დაგეგმვა და შემუშავებული მეთოდოლოგიის შესაბამისად განხორციელება;
• ინფორმაციის სისტემატიზაცია და მონაცემთა ბაზის შექმნა;
• მუშა ჯგუფთან ერთად კვლევის შედეგების ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება;
• სწავლების დაგეგმვა და ჩატარება როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში;
• ხალხური რეწვისა და დეკორატიული ხელოვნების შესახებ ტექსტების მომზადება პუბლიკაციებისთვის, ვებ-გვერდისა და სხვა დანიშნულებისთვის;
• სფეროში საერთაშორისო კონტაქტების დამყარება.
მოთხოვნები:
• მაგისტრის დიპლომი შესაბამისი სპეციალობით;
• ხალხური რეწვის და დეკ. გამოყენებით სფეროში მუშაობის მინიმუმ 5- წლიანი გამოცდილება;
• საერთაშორისო დონორების დაფინანსებით განხორციელებულ პროექტებში მონაწილეობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
• კვლევების ჩატარების გამოცდილება;
• დროის განაწილების, მენეჯმენტის და ჯგუფური მუშაობის უნარი;
• ანალიტიკური აზროვნება;
• ქართული, რუსული და ინგლისური ენების საფუძვლიანი ცოდნა;
• საოფისე პროგრამების ცოდნა.
2. ხალხური რეწვის მენეჯერის ასისტენტი
ფუნქციები მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგით:
• ხალხური რეწვის და დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების პროგრამის მენეჯერის დახმარება მის ყოველდღიურ საქმიანობაში;
• ინფორმაციის მოძიება ლიტერატურაში და ინტერნეტში;
• საინფორმაციო ბაზის სტრუქტურის შემუშავება;
• საერთაშორისო ექსპერტების ვიზიტის ლოჯისტიკა ხალხური რეწვის მენეჯერის მეთვალყურეობით;
• საველე სამუშაოებში მონაწილეობა;
• საველე სამუშაოს დროს მოპოვებული ინფორმაციის მონაცემთა ბაზაში შეყვანა და მისი მუდმივი განახლება ხალხური რეწვის მენეჯერის მეთვალყურეობით;
• სწავლებების საორგანიზაციო საკითხების მოგვარება;
• ხალხური რეწვის ოსტატებთან მუდმივი კავშირი მათი პროექტში ჩართვის და შემდგომი თანამშრომლობის მიზნით.
მოთხოვნები:
• სასურველია მაგისტრის დიპლომი შესაბამისი სპეციალობით;
• დროის განაწილების და ჯგუფური მუშაობის უნარი;
• პასუხისმგებლობის გრძნობა და პუნქტუალურობა;
• რუსული და ინგლისური ენების საფუძვლიანი ცოდნა;
• საოფისე პროგრამების ცოდნა.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.