სხვადასხვა ვაკანსია საქართველოს ეროვნული არქივში
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს ეროვნული არქივი აცხადებს კონკურსს შემდეგ პოზიციებზე:
1. ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის უფროსი
თანამდებობრივი სარგო: 1,500 ლარი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
• სამსახურის საერთო მენეჯმენტი;
• ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების კურსის და უსაფრთხოების პოლიტიკის განსაზღვრა;
• ამოცანების დაყენება არქივის თითოეული თანამშრომლისთვის არსებული პრობლემების გონივრულ ვადაში მოსაგვარებლად, ასევე საკითხის დაყენება სამომავლო სერვისების დანერგვის შესახებ და სამუშაოს შესრულების კონტროლი;
• მომწოდებლებთან ურთიერთობა, შესაბამისი სერვისების დანერგვისათვის საჭირო აპარატურული თუ პროგრამული უზრუნველყოფის განსაზღვრა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება;
• მენეჯერულ პოზიციაზე 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
• აღნიშნულ სფეროში მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
• კომპიუტერული ქსელებთან, ქსელურ მოწყობილობებთან, სერვერებსა და ოპერაციულ სისტემებთან (Microsoft, Linux) მუშაობის
გამოცდილება; მოწყობა-გამართვისა და ადმინისტრირების საფუძვლების ცოდნა;
• HP სერვერების (ESX პლატფორმის) ადმინისტრირების და მხარდაჭერის გამოცდილება;
• ვირტუალური მანქანების ოპერაციულ სისტემების ადმინისტრირების გამოცდილება (VMware);
• Microsoft Windows Server 2003/2008-ის, Active Directory-ის, DNS და სერვერული პროდუქტების ინსტალაციის, გამართვის და
ადმინისტრირების გამოცდილება;
• WEB, MAIL, FTP სერვერებთან მუშაობის გამოცდილება;
• Microsoft პროდუქტებთან მუშაობის გამოცდილება;
• გამოცდილება TCP/IP ქსელების ადმინისტრირებაში;
• Cisco-ს მარშრუტიზატორებთან და კომუტატორებთან საფუძვლები და გამოცდილება;
• WiFi მოწყობილობებთან მუშაობის გამოცდილება;
• მართვის უნარი; ანალიტიკური აზროვნება;
• წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
• გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი.
2. ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის პროგრამისტი
თანამდებობრივი სარგო: 1,400 ლარი.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
• არქივის ინფორმაციული-ტექნოლოგიების პროცესების ანალიზი და მათი მეტი ეფექტურობისათვის ახალი პროგრამული გადაწყვეტილებების შემუშავება;
• შემუშავებული პროგრამული გადაწყვეტილებების შექმნა ან მოძიება და დანერგვა;
• არსებული პროგრამების მონიტორინგი და განახლება;
• ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება;
• აღნიშნულ სფეროში მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
• PHP პროგრამირების ენის ცოდნა;
• ვებ დეველოპმენტის და პროგრამირების ახალი მეთოდოლოგიებით (web 2.0 სტანდარტი და ობიექტ-ორიენტირებული პროგრამირება)
მუშაობის უნარი;
• მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
• Oracle - დეველოპმენტი და ადმინისტრირება;
• დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
• ანალიტიკური აზროვნება;
• წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი.
3. უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივის დირექტორი
თანამდებობრივი სარგო: 950 ლარი.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
• უახლესი ისტორიის არქივის საერთო ხელმძღვანელობა;
• არქივის საერთო საქმიანობის უზრუნველყოფა და მასზე კონტროლი;
• არქივის ნორმატიულ-მეთოდიკური ბაზის განვითარება;
• ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების დაცვისა და შენახვის ორგანიზება/კონტროლი;
• ეროვნული საარქივო ფონდის შევსების, აღრიცხვისა და გამოყენების ორგანიზება/კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება(სასურველია ჰუმანიტარული განხრით);
• მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
• დოკუმენტებთან მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
• დოკუმენტების ღირებულების შემფასებელი ექსპეტიზისა და თანამედროვე საქმისწარმოების ძირითადი პრინციპების ცოდნა;
• საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
• მართვის უნარი; ანალიტიკური აზროვნება;
• წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
• გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი.
4. კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალური არქივის დირექტორი
თანამდებობრივი სარგო: 950 ლარი.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
• კინოფოტოფონოდოკუმენტების არქივის ზოგადი ხელმძღვანელობა;
• არქივის საერთო საქმიანობის უზრუნველყოფა და მასზე კონტროლი;
• არქივის გეგმებისა და ანგარიშების მომზადება;
• საარქივო დოკუმენტების რეაბილიტაციის სტრატეგიის განსაზღვრა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება;
• მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
• კინო, ფოტო და ფონო საარქივო მასალებთან მუშაობის გამოცდილება;
• ანალოგური სისტემების და ციფრული მედია ფორმატების ცოდნა;
• მულტიმედიურ კომპიუტერულ პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
• ციფრული ფორმატების ხარისხის კონტროლი;
• საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
• მართვის უნარი; ანალიტიკური აზროვნება;
• წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
• გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი.
5. საისტორიო ცენტრალური არქივის ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების გამოყენების და სამეცნიერო-საცნობარო აპარატის განყოფილების უფროსი
თანამდებობრივი სარგო: 500 ლარი.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
• განყოფილების მენეჯმენტი;
• სოციალურ-უფლებრივი და თემატური ხასიათის ცნობების შესრულებაზე კონტროლი;
• სამკითხველო დარბაზის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
• სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ჩატარება;
• თემატური გამოფენების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება(სასურველია ჰუმანიტარული განხრით);
• მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
• დოკუმენტებთან მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება და თანამედროვე საქმისწარმოების ძირითადი პრინციპების ცოდნა;
• საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
• მართვის უნარი; ანალიტიკური აზროვნება;
• წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
• გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2011 წლის 17 მაისი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 219, ტელ: 822 29 47 11
კონკურსში მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ სააპლიკაციო ფორმა (იხილეთ დანართი) 2011 წლის 3 მაისიდან 17 მაისის ჩათვლით, ელექტრონული ფოსტის მისამართზე: avacharadze@archives.gov.ge
გთხოვთ, მიუთითოთ სასურველი პოზიციის დასახელება სათაურის ველში. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.