სხვადასხვა ვაკანსია "Key Management Solutions|KMS Georgia"-ში
კომპანია "Key Management Solutions|KMS Georgia", საერთაშორისო 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს დაკვეთით, საზღვარგარეთ, კატარში, 2 წლიანი კონტრაქტით აცხადებს ვაკანსიებს ქვემოთ ჩამოთვლილ სპეციალისტებზე. აუცილებელია ინგლისური ენის კარგად ცოდნა.
1. მზარეული - აუცილებელია რესტორანში ან სასტუმროში მუშაობის გამოცდილება, საერთაშორისო და აზიური სამზარეულოს კერძების მომზადების ცოდნა.
2. მიმტანი/ბარმენი - აუცილებელია კვებისა და სასმელების სფეროში მუშაობის გამოცდილება, მენიუს ცოდნა, მომსახურება სადღესასწაულო ღონისძიების, წვეულების, ბანკეტის, დაბადების დღის, ქორწილის, მაღალი დონის მიღების, ოფიციალური სადილის ან ყავის/ჩაის შესვენების დროს.
3. კოსმეტოლოგი/სილამაზის თერაპიის სპეციალისტი - აუცილებელია გავლილი ჰქონდეს ესთეტიკის სილამაზის თერაპიის კურსი აკრედიტებული სკოლის მიერ და ჰქონდეს ამ სფეროში მუშაობის 1-2 წლიანი გამოცდილება.
4. მანიკურის/პედიკურის სპეციალისტი - აუცილებელია ჰქონდეს ამ სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მაღალი კლასის გამაჯანსაღებელ ("სპა") ცენტრში ან სილამაზის სალონში.
5. ინჟინერი - აუცილებელია ჰქონდეს გამოცდილება ელექტროობის, კონდიცირების/გათბობის და სხვა მსგავსი დანადგარების მართვის ან შეკეთების. სასურველია სასტუმროს საინჟინრო განყოფილებაში მუშაობის გამოცდილება.
6. მღებავი - აუცილებელია სათანადო გამოცდილება და ინგლისური ენის ცოდნა.
საჭირო საბუთები:
• CV ფოტოსურათით.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2010 წლის 10 ივნისი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავების და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ: (8 32) 29 47 11