ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

სტუდენტური კონკურსი: რევოლუციური იდეები ბიზნესში

საბროკერო კომპანია "ForEx Club" და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი ატარებენ ინტელექტუალურ კონკურსს სტუდენტებისთვის, ბიზნეს იდეების შესაქმნელად.

კონკურსში მონაწილეობის მიღების საშუალება აქვთ თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებს და ასევე, სხვა უნივერსიტეტების ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულების სტუდენტებს.

კონკურსში გაიმარჯვებენ ის მონაწილეები ან გუნდები, რომლებიც წარმოადგენენ ინოვაციურ, მკაფიოდ განსაზღვრულ, კრეატიულ და რეალისტურ იდეებს ForEx Club-ისთვის.

პრიზები:

I ადგილი: 1,000 ლარი
II ადგილი: 700 ლარი
III ადგილი: 500 ლარი.

ასევე, განსაკუთრებულ შემთხვევებში, "ForEx Club"-მა გამარჯვებულთათვის პრიზის სახით შეიძლება დააწესოს კომპანიაში დასაქმებისა და სტაჟირების შესაძლებლობა.

ბიზნეს იდეები მიიღება 2013 წლის 28 თებერვლის ჩათვლით.

კონკურსის მონაწილემ/გუნდმა საკუთარი ბიზნეს იდეა უნდა მოამზადოს PowerPoint-ის პრეზენტაციის სახით ინგლისურ ან რუსულ ენაზე. პრეზენტაცია უნდა გადაიტანოს PDF ფორმატში და გამოაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ForExClub@freeuni.edu.ge

კონკურსის წესების გასაცნობად ეწვიეთ ჩვენს Facebook-ის გვერდს: http://www.facebook.com/RIBGEO

ბანერები