ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

სტუდენტური კონფერენცია სოციალურ მუშაობაში

"საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია" ტრადიციულად წელსაც აღნიშნავს სოციალურ მუშაკთა საერთაშორისო დღეს და ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გეგმავს სტუდენტური კონფერენციის ჩატარებას 2013 წლის 19 მარტს. კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლია ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიაუნის სოციალური მუშაობის ნებისმიერი საფეხურის სტუდენტს და კურსდამთავრებულს, ასევე, საქართველოში აკრედიტებული ნებისმიერი უნივერსიტეტის ნებისმიერი საფეხურის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა მიმართულებების სტუდენტს და კურსდამთავრებულს.

მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ ნაშრომების წარმოდგენა შემდეგ სფეროებში:

** ბავშვთა კეთილდღეობა
** პენიტენციალური და პრობაციის სისტემა და ზოგადად, დანაშაულის პრევენცია
** შეზღუდული შესაძლებლობები
** უმცირესობები
** ხანდაზმულები
** ჯანმრთელობის დაცვა (ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირებთან მუშაობა).

ამ სფეროებში შესაძლებელია ნაშრომის ავტორმა ყურადღება გაამახვილოს პოლიტიკის, მომსახურების და უფლებათა დაცვის საკითხების, ასევე, ეთიკისა და სტერეოტიპული მიდგომების შესწავლაზე.

ზემოთ ჩამოთვლილი 6 მიმართულების ფარგლებში კონკრეტული თემის შერჩევა თავად მონაწილეს შეუძლია, ნაშრომის მიზნებიდან გამომდინარე.

კონფერენციაზე წარდგენილი ნაშრომი უნდა იყოს:

** ინოვაციური - ახლებური ხედვა, გამოუკვლეველ საკითხთა წინ წამოწევა;
** ორიგინალური - არ უნდა წარმოადგენდეს თქვენს ან სხვა პირთა მიერ გაწეული ნაშრომის უბრალოდ გამეორებას;
** კვლევაზე დაფუძნებული - ნაშრომი სასურველია ეფუძნებოდეს ემპირიულ კვლევას, ან/და სხვა გზით მოპოვებულ პირველად მონაცემებს;
** ინდივიდუალური ან ჯგუფური.

ფორმატი: წარმოდგენილი ნაშრომი, ბიბლიოგრაფიის ჩათვლით, არ უნდა იყოს 3000 სიტყვაზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს 4000 სიტყვას.
სამუშაო ენა: ქართული.

მონაწილეებმა ნაშრომის მოკლე აღწერა (აბსტრაქტი) უნდა გამოგზავნონ მონაწილის განაცხადის ფორმასთან ერთად (იხ. თანდართული ფაილი), შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: gasw@gasw.org 2013 წლის 19 თებერვლამდე. კონფერენციაზე მოხდება მხოლოდ იმ ნაშრომების წარდგენა, რომლებიც დააკმაყოფილებენ ზემოთ მითითებულ კრიტერიუმებს.

კონფერენციაში მონაწილე პირებს გადაეცემათ კონფერენციაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.

დამატებით ინფორმაციას კონფერენციის ჩატარების დროსა და ადგილთან დაკავშირებით მოგვიანებით მოგაწვდით.

ბანერები