სტუდენტთა სტაჟირება სადაზღვევო კომპანია ,,ჯი პი აი ჰოლდინგ”- ში
სადაზღვევო კომპანია ,,ჯი პი აი ჰოლდინგი” სტაჟირების გასავლელად კანდიდატთა შერჩევის მიზნით, პარასკევს, 18 მაისს, 14.00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (G კორპუსი, 106-ე აუდიტორია, ყოფილი ენციკლოპედიის შენობა) გაიმართება სტაჟირების მსურველ სტუდენტებთან შეხვედრა.
სს ”სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი” აცხადებს უფასო სტაჟირებას ხარისხის მართვის, ადამიანური რესურსების მართვის, მარკეტინგული კომუნიკაციების, ოპერაციული მართვის, საცალო გაყიდვების სამსახურებში:
1. ხარისხის მართვის სამსახურში:
პასუხისმგებლობები:
• კომპანიაში შემოსულ პრეტენზიებსა და თხოვნებზე წერილების მომზადება;
• კომპანიაში დაფიქსირებული პრეტენზიების შესწავლა, საკითხის გარკვევა დასაჭიროების შემთხვევაში კლიენტის ინფორმირება;
• პრეტენზიულ კლიენტებთან გასაუბრება;
• მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევის შედეგების მონაცემთა ბაზის შექმნა,შედეგების დათვლა;
• დაფიქსირებული უკმაყოფილებების/პრეტენზიების პროგრამული აღრიცხვა.
მოთხოვნები:
• ოფისის პროგრამების ცოდნა (computer skills);
• გაწონასწორებულობა;
• კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი;
• სასაუბრო და წერა-კითხვის უნარები ინგლისურ და ქართულ ენებში;
• ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.
2. ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებაში.
პასუხისმგებლობები:
• სხვადასხვა ვაკანსიაზე დასაბარებელ კანდიდატებთან დაკავშირება;
• პირადი საქმეების მოწესრიგება;
• გატესტილი კანდიდატების მონაცემების მოწესრიგება ვაკანსიისა და თარიღების მიხედვით;
• საშვებულებო განაცხადების დარეგისტრირება;
• სამივლინებო განკარგულებების მომზადება;
• CV-ების გადარჩევა;
• თანამშრომელთა დასწრების აღრიცხვა.
მოთხოვნები:
• სასურველია კანდიდატი სწავლობდეს ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე;
• ოფისის პროგრამების ცოდნა (computer skills);
• სასაუბრო და წერა-კითხვის უნარები ინგლისურ და ქართულ ენებში;
• ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.
3. მარკეტინგული კომუნიკაციების განყოფილებაში.
პასუხისმგებლობები:
• ფეისბუქის გვერდის მართვა (მასალების დადება, განახლება, სტატისტიკის დაფიქსირება, რისერჩი, ): ამას შეიძლება დასჭირდეს ფოტოგადაღება სამოყვარულო დონეზე, პოსტების მოფიქრება და დაწერა, პასუხების გაცემა, ა.შ.);
• ვებ საიტზე ინფორმაციის განახლება , მათ შორის ინგლისური ვებ საიტის აწყობაში დახმარება;
• ადმინისტრაციულ საქმეებში დახმარება: ინვოისებისა და კონტრაქტების აღრიცხვა;
• ლოჯისტიკურ საკითხებში დახმარება: ნაბეჭდი პროდუქციის დიზაინი/შეკვეთა, ურთიერთობა სტამბასთან/მომწოდებლებთან;
• ვიზიტკების მომზადება საბეჭდად;
• ორგანიზატორულ საკითებში დახმარება: ფოკუს ჯგუფები, გადაღებების პროცესი, რაიმე ივენთის დაგეგმვა და ა.შ.
მოთხოვნები:
• ოფისის პროგრამების ცოდნა (computer skills);
• სასურველია ფოტოშოპის ცოდნა;
• კრეატიული აზროვნება;
• კომუნიკაბელურობა;
• სასაუბრო და წერა-კითხვის უნარები ინგლისურ და ქართულ ენებში;
• ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.
4. ოპერაციების მართვის სამსახურში.
პასუხისმგებლობები:
• სამედიცინო ზარალების საბუთების საოქმედ მომზადება და არქივირება;
• არასამედიცინო ზარალების არქივირება;
• გაურკვეველი თანხების პერსონებზე დასმა;
• გასული პერიოდის გაუნაწილებელი თანხების პერიოდული კონტროლი;
• საცალო სამედიცინო დაზღვევის თანხების განაწილება;
• სამოგზაურო დაზღვევების დადასტურება.
მოთხოვნები:
• კომპიუტერთან მუშაობის უნარი (Windows, MS Office, Internet and E-mail);
• სასურველია Excel-ის საფუძვლიანი ცოდნა;
• ანალიტიკური აზროვნება;
• სასაუბრო და წერა-კითხვის უნარები ინგლისურ და ქართულ ენებში;
• ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.
5. საცალო გაყიდვების სამსახურში.
• პასუხისმგებლობები:
• სადაზღვევო პროდუქტების გაყიდვა;
• კლიენტებთან ეფექტური ურთიერთობების დამყარება;
• სადაზღვევო პროგრამაში მუშაობა.
მოთხოვნები:
• გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
• ორგანიზებული და პასუხისმგებლობის გრძნობით;
• კომუნიკაბელურობა და აქტიურობა;
• სასაუბრო და წერა-კითხვის უნარები ინგლისურ, რუსულ და ქართულ ენებში;
• კომპიუტერთან მუშაობის უნარი (Windows, MS Office, Internet and E-mail).
მსურველებმა თან იქონიეთ CV.