ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

სტუდენტ-პრაქტიკანტის ვაკანსია ესგ და შეფასების ცენტრში

ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი (ესგ და შეფასების ცენტრი) არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
ცენტრის ძირითადი ფუნქციები: ეროვნული სასწავლო გეგმების შემუშავება, ხარისხიანი სახელმძღვანელოების შექმნის ხელშეწყობა და ეროვნული, რეგიონული თუ სხვა სახის შეფასებების ჩატარება საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში.

სტუდენტი პრაქტიკას გაივლის შეფასების განყოფილებაში ექსპერტების ხელმძღვანელობით. მისი მოვალეობა იქნება, მონაწილეობა მიიღოს კვლევის სხვადასხვა ეტაპებზე (კვლევის დაგეგმვა, კვლევის ინსტრუმენტების შემუშავება, მონაცემთა შეგროვება, მონაცემთა ბაზის მომზადება და მონაცემთა შეყვანა, მონაცემთა დამუშავება და ანალიზი). სტუდენტს ექნება შესაძლებლობა, დაეუფლოს თანამედროვე მეთოდებს ფსიქომეტრიაში და მიიღოს საერთაშორისო გამოცდილება.

მოთხოვნები:
• მაგისტრი ფსიქოლოგიის მიმართულებით (განათლების ფსიქოლოგია და კვლევა, ორგანიზაციული ფსიქოლოგია);
• მონაცემების სტატისტიკური დამუშავების კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (SPSS, და სხვა);
• გუნდური მუშაობის უნარი;
• კომუნიკაციის კარგი უნარ-ჩვევები;
• ინგლისურის სრულყოფილად ცოდნა.


ანაზღაურება: 200 ლარი.


დოკუმენტების მიღების ბოლო ვადა: 22 დეკემბერი


დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ

უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურს მისამართზე:
ქ. ჩოლოყაშვილის 5, ოთახი 333,
ტელ: 899 21 16 70, 877 23 77 18
(ილ. ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა)

ბანერები