სტაჟირების პროგრამები იუსტიციის სახლებში (რეგიონები)
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აცხადებს სტაჟირებას გურჯაანის, ახალციხისა და ოზურგეთის იუსტიციის სახლებში.
იუსტიციის სამინისტროს უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული მიზანი მომხმარებლებისთვის ეფექტიანი და ხელმისაწვდომი მომსახურების უზრუნველყოფაა.
სწორედ ამ სტრატეგიული მიზნის მისაღწევად შემუშავდა იუსტიციის სახლის შექმნის კონცეფცია, რომელიც მომხმარებლის სერვისთან და ინფორმაციასთან წვდომის გამარტივების თვალსაზრისით, რამდენიმე უწყების საქმიანობას ერთი შენობის ფარგლებში აერთიანებს. იუსტიციის სახლი სთავაზობს მომხმარებელს 250-ზე მეტ სერვისს ერთ სივრცეში, როგორიცაა ID ბარათისა და პასპორტის გაცემა; ქონებისა და ბიზნესის რეგისტრაცია, დაბადების და ქორწინების მოწმობების გაცემა, მოქალაქეობის მიღება, საარქივო და სანოტარო სერვისები, აღსრულების მომსახურება და სხვ.
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში სამინისტრო გთავაზობთ:
• პროფესიული და კარიერული განვითარების საშუალებას;
• თანამედროვე და კომფორტულ სამუშაო გარემოს;
• ბონუს სისტემას;
• სამედიცინო დაზღვევას.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
• მოქალაქეთა სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურება;
• მოქალაქეთა მარშრუტის დარეგულირება: შემოსული მოქალაქის გადამისამართება შესაბამისი მიმართულებით, თითოეულ შემოსულ მოქალაქესთან ურთიერთობის დამყარება;
• მოქალაქეთა მოთხოვნების განსაზღვრა და მათთვის საორიენტაციო სამსახურის გაწევა: გადამისამართება, მარშრუტის განსაზღვრა;
• მოქალაქეთათვის პირველადი კონსულტაციის გაწევა: მოქალაქისთვის სასურველ სერვისთან დაკავშირებული აუცილებელი პროცედურების განმარტება, მოქალაქისთვის საჭირო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევა, მოქალაქისთვის სერვისის ვადების და საფასურის განმარტება;
• პრობლემური და რთული მოქალაქის დამშვიდება და განეიტრალება;
• მოქალაქეთა დახმარება ავტომატიზირებულ სისტემებთან მუშაობისას: რიგის მართვის სისტემის საშუალებით მოქალაქისთვის ბილეთის ამობეჭდვა, მოქალაქის დახმარება ფოტო-ჯიხურში სურათის გადაღებისას, მოქალაქის დახმარება ბანკომატებთან და სხვა ავტომატიზირებულ სისტემებთან მუშაობისას.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
• ქართული ენის სრულყოფილად ფლობა (სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა);
• სტანდარტული კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
• კომუნიკაბელურობა;
• ლოგიკური აზროვნება;
• კეთილგანწყობა;
• დახვეწილი მეტყველება;
• მოქალაქეთა ეფექტურად და თავაზიანად მომსახურების უნარ-ჩვევები;
• კონფლიქტის მართვის უნარი;
• სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
• მოტივირებულობა;
• ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
• სწრაფად ათვისების უნარი;
• დატვირთულ რეჟიმში მუშაობისა და პრობლემების დროულად მოგვარების უნარი;
• გუნდურობა;
ანაზღაურება: 200 ლარი.
სააპლიკაციო ფორმების გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 30 ნოემბერი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.