ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

სტაჟირების პროგრამა თიანეთის მომსახურების ცენტრში

სს ენერგო-პრო ჯორჯია მცხეთა-მთიანეთის ფილიალი აცხადებს კონკურსს თიანეთის მომსახურების ცენტრის ელექტრიკოსის, ტექნიკოსის და ტექნიკოს-ელექტრიკოსის სტაჟირებაზე.

მოვალეობა-ვალდებულებანი:

•    საექსპლუატაციო და სარემონტო სამუშაოების შესრულება არსებული წესებისა და სტანდარტების მიხედვით აღმოჩენილ დარღვევებზე/ხარვეზების, უსაფრთხოების ტექნიკისა და ტექნიკური ექსპლუატაციის წესების დარღვევის შესახებ ხელმძღვანელობისთვის ინფორმაციის მიწოდება;
•    ავარიის ლიკვიდაციაში მონაწილეობის მიღება;
•    ქსელზე მომხმარებლის უნებართვოდ მიერთების მკაცრი კონტროლი;
•    რიგ შემთხვევებში, მასზდ გაპიროვნებულ სატრანსფორმატორო პუნქტებში, საჰაერო და საკაბელო ელექტროგადამცემ ხაზებზე გეგმიური ან ავარიული შესასრულებელი სამუშაოს დროს, განწესით ან განკარგულებით, სამუშაო ადგილის მომამზადებელი პირის, დამშვების, სამუშაოს მწარმოებლის ან მეთვალყურის ფუნქციების შესრულება.

საჭირო კვალიფიკაცია:

•    უმაღლესი განათლება (სასურველია უმაღლესი ენერგეტიკული განათლება);
•    გუნდური პრინციპით მუშაობის უნარი.

განაცხადის გაგზავნის ბოლო ვადაა 2012 წლის 20 თებერვლის 18 საათამდე.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,  ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები