სტაჟირების პროგრამა თბილისის საქალაქო სასამართლოში
მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების, მათი პროფესიული განვითარების, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და სრულყოფის მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლო აცხადებს კონკურსს სტაჟიორთა მიღებაზე.
სტაჟიორობის კანდიდატი შეიძლება იყოს უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე პირი, რომელსაც მინიჭებული აქვს იურისტის კვალიფიკაცია, არის უმაღლესი იურიდიული სასწავლებლის დამამთავრებელი ან დამამთავრებლის წინა კურსის სტუდენტი.
საბუთების მიღება წარმოებს 2011 წლის 3 ოქტომბრიდან 18 ოქტომბრის ჩათვლით, ყოველდღე, შაბათ-კვრისა და დასვენების დღეების (7,14 ოქტომბერი) გარდა, 10:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე.
კონკურსი გაიმართება გასაუბრების ფორმით, 2011 წლის 19 ოქტომბრიდან, 11:00 საათიდან.
სტაჟირების კონკურსის შესახებ განცხადება და კონკურსში მონაწილეთა გრაფიკი (საბუთების მიღების დასრულების შემდეგ) განთავსდება, როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობის პირველ სართულზე, ასევე სასამართლოს ვებ-გვერდზე.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის №32, ოთახი №C220 ტელ.: 229 47 11.