სტაჟირების პროგრამა სს ბითიეი ბანკში
სს "ბითიეი ბანკი" აცხადებს სტაჟირებას ბიზნესის მხარდაჭერის და ანალიზის განყოფილებაში.
მოთხოვნები:
• განათლება: უმაღლესი (სტუდენტი დასაშვებია);
• შრომითი გამოცდილება: სასურველია სამუშაო გამოცდილება საბანკო სფეროში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
• რუსული ან ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა.
პიროვნული უნარები:
• პასუხისმგებლობა;
• ორგანიზებულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
• დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
• კომუნიკაბელურობა, გუნდურობა.
განაცხადის გაგზავნის ბოლო ვადაა 2012 წლის 7 აპრილი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.