ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

სტაჟირების პროგრამა შ.პ.ს. "კომპანია ჰარმონია" - ში

შ.პ.ს. "კომპანია ჰარმონია" აცხადებს სტაჟირებას უძრავი ქონების სფეროში.

ფუნქციები:
•    ყველა იმ საქმიანობის ორგანიზება, რაც უკავშირდება უძრავი ქონების მართვას;
•    უძრავი ქონების გაქირავების, გაყიდვის მიზნით მოლაპარაკებების წარმოება;
•    შიდა საოფისე საქმიანობის შესრულება.

მოთხოვნები:
•    უმაღლესი განათლება;
•    სასიამოვნო გარეგნობა, დახვეწილი საუბრის მანერა;
•    კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა;
•    თავდაჯერებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
•    შრომისმოყვარეობა, ერთგულება, პატიოსანი დამოკიდებულება საქმის მიმართ;
•    ეთიკური ნორმების დაცვა;
•    საოფისე პროგრამების ცოდნა;
•    ინგლისური და რუსულის ენების ცოდნა.

ასაკი: 25 - 45 წელი.   

სტაჟიორი გაეცნობა კომპანიის მუშაობის სპეციფიკას და ჩაერთვება ძირითად საქმიანობაში. სტაჟირების ხანგრძლივობაა 2 თვე. სტაჟიორი მიიღებს ტრანსპორტირებისთვის მცირე თანხას, შემდეგ კი გამომუშავების მიხედვით ანაზღაურებას. წარმატებული სტაჟიორი დასაქმდება კომპანიაში.

მხოლოდ გასაუბრებისათვის შეჩეულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,  ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები