სტაჟირების პროგრამა საქართველოს ბანკში
საქართველოს ბანკი აცხადებს სტაჟირების პროგრამას პერსონალური მართვის დეპარტამენტის პერსონალის განვითარების სამსახურში და იწვევს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-3 და მე-4 კურსის მოტივირებულ, მიზანდასახულ, აქტიურ და ენერგიულ სტუდენტებს კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.
პოზიციის მიზანი: ტრენინგების ორგანიზაციული მხარდაჭერა.
ძირითადი მოვალეობები:
• ტრენინგების განრიგის წარმოება;
• ტრენინგების მონაწილეთა ინფორმირება განრიგის დეტალების შესახებ;
• ტრენინგზე/ტესტირებაზე დაწრების აღრიცხვის წარმოება;
• ტრენინგის/ტესტირების მასალების ბეჭდვა;
• ტესტირების ადმინისტრირება;
• ტესტირების შედეგების დამუშავება;
• ტრენინგის შეფასების ადმინისტრირება;
• ტრენინგის შეფასების შედეგების იდენტიფიცირება.
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება:
მე-3, მე-4 კურსის სტუდენტები.
სამუშაო გამოცდილება:
სასურველია ინფორმაციის ელექტრონულად დამუშავების გამოცდილება.
პროფესიული და პიროვნული უნარები:
• სალიტერატურო ქართული ენა;
• ელემენტარული მათემატიკა;
• პროფესიონალური მიმოწერის წარმოების სტანდარტები;
• სასურველია: ინგლისური და/ან რუსული ენების ცოდნა; HR მენეჯმენტი, ზოგადი მენეჯმენტი;
• კომპიუტერული უნარები: Ms Excel, Ms Word, E-mail;
• გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაცია;
• კეთილგანწყობა, დახმარების მზაობა, მომსახურების უნარები;
• კონფიდენციალური და საქმიანი სამუშაო გარემოს შექმნის უნარი;
• ორგანიზებულობა, ყურადღება დეტალების მიმართ, შესრულების სისწრაფე და სიზუსტე, ანალიზისა და ლოგიკური აზროვნების უნარები, სტრესისადმი გამძლეობა;
• გუნდური მუშაობა, პასუხისმგებლობა;
• მცირე დროის პირობებში დატვირთული მუშაობის უნარი;
• პრეზენტაბელობა.
სტაჟირების პროგრამის დაწყება დაგეგმილია ოქტომბერში.
პროგრამა გაგრძელდება 3 თვის განმავლობაში!
ბანკი უკავშირდება მხოლოდ პირველადი გადარჩვის შედეგად შერჩეულ კანდიდატებს!
რეზიუმეს გაგზავნის ბოლო ვადა 2011 წლის 9 ოქტომბერი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის №32, ოთახი №C219 ტელ.: 229 47 11.