ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

სტაჟირების პროგრამა საქართველოს ავტორთა საზოგადოებაში

საქართველოს ავტორთა საზოგადოება აცხადებს სტაჟირების პროგრამას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებისთვის ან მაგისტრატურის სტუდენტებისათვის.

სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სამართლის, ანგლისტიკის, უცხო ენების სპეციალისტებს, როგორც კურსდამთავრებულებს ისე მაგისტრანტებს, ვინც დაინტერესებულია, ან დაინტერესდება ადამიანის უფლებების დაცვით, ინტელექტუალური საკუთრების, კერძოდ – საავტორო უფლებების დაცვის საკითხებით.

საჭირო მოთხოვნები:
•    აუცილებელია ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა (სასურველია ფრანგულის ცოდნაც);
•    სტაჟიორის ინტერესთა სფერო - მუსიკის, კინოს, თეატრის, ლიტერატურის, სახვითი ხელოვნების დარგები;   
•    კრეატიულობა;
•    მოლაპარაკებების წარმოებისა და დარწმუნების უნარი;
•    პირადად ან გუნდთან ერთად მოსარგებლეებთან სალიცენზიო შეთანხმებების გაფორმების უნარი;
•    კეთილსინდისიერება;
•    საზოგადოების იმიჯზე ზრუნვა;
•    ავტორის/შემოქმედის პატივისცემა;
•    ინტერნეტის საშუალებების მაქსიმალურად გამოყენების სურვილი და შესაძლებლობა.

კანდიდატებმა  რეზიუმეების (CV) ელექტრონული ვერსია  მოგვაწოდეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებაში 2010 წლის 23 ნოემბრამდე.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის  გამზ. №32, ოთახი C 220,  ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები