სტაჟირების პროგრამა ”საქართველო-ამერიკის საერთაშორისო ფონდში"
”საქართველო-ამერიკის საერთაშორისო ფონდის" ადვოკატთა კომიტეტი აცხადებს სტაჟირების პროგრამას დასაქმების რეალური პერსპექტივით, იურიდიული განათლების მქონე მსურველთათვის.
სტაჟირების პროგრამა მოიცავს სამართლის ყველა მიმართულებას: სისხლის სამართალი, სამოქალაქო სამართალი და ადმინისტრაციული სამართალი.
სტაჟირების მსურველებმა უნდა გაიარონ წინასწარი ტესტირება.
სამოქალაქო სამართლის მიმართულებით ჩაბარდება შემდეგი საგნები:
• სამოქალაქო სამართალი;
• სამოქალაქო სამართლის პროცესი;
• ადმინისტრაციული სამართალი;
• ადმინისტრაციული სამართლის პროცესი;
• კონსტიტუციური სამართალი.
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალის/სისხლის სამართლის მიმართულებით ჩაბარდება შემდეგი საგნები:
• სისხლის სამართალი;
• სისხლის სამართლის პროცესი;
• ადმინისტრაციული სამართალი;
• ადმინისტრაციული სამართლის პროცესი;
• საკონსტიტუციო სამართალი;
• ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი.
სამართლის საერთო მიმართულებით ჩაბარდება შემდეგი საგნები:
• სამოქალაქო სამართალი;
• სამოქალაქო სამართლის პროცესი;
• სისხლის სამართალი;
• სისხლის სამართლის პროცესი;
• ადმინისტრაციული სამართალი;
• ადმინისტრაციული სამართლის პროცესი;
• საკონსტიტუციო სამართალი;
• ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი.
მსურველები დაესწრებიან რეალურ პროცესებს ყველა ინსტანციის სასამართლოში. ასევე ჩატარდება იმიტირებული პროცესები, როგორც სისხლის სამართლის, ასევე სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით.
გაიცემა რეკომენდაციები შემდგომი დასაქმებისათვის.
სტაჟირების ხანგრძლივობა შეადგენს 6 თვიდან 1 წლამდე.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2011 წლის 20 ივლისი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 219, ტელ.: 832 29 47 11.