ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

სტაჟირების პროგრამა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში

სამოქალაქო რეესტრის სააგენტო აცხადებს სტაჟირების კონკურსს შიდა კონტროლის სამსახურში ცხელი ხაზის ოპერატორის მუშაობის მიმართულებით.

ვაკანსიის რაოდენობა: 3 ადამიანი.
სტაჟირების ხანგრძლივობა: 3-6 თვე.

საკონკურსო მოთხოვნები:


•    კანდიდატი უნდა იყოს უმაღლესი განათლებით (სასურველია იურიდიული განათლება) ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
•    კომპიუტერთან მუშაობის ცოდნა (Windows, Word, Excel, Internet);
•    უცხო ენის ცოდნა (რუსული, ინგლისური);
•    გამართული წერისა და მეტყველების კულტურა;
•    კომუნიკაბელურობა;
•    გაწონასწორებულობა;
•    აზრის ნათლად გამოხატვის უნარი;
•    ინფორმაციის მიღებისა და გადაცემის უნარი;
•    ინიციატივის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ:

•    ავტობიოგრაფია/CV;
•    განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
•    პირადობის მოწმობის ასლი;
•    ერთი ფერადი ფოტოსურათი (ზომა 3x4);
•    რეკომენდაცია.

სტაჟირების კონკურსი ჩატარდება 2 ეტაპად:

•    ავტობიოგრაფიების გადარჩევა;
•    გასაუბრება.

სტაჟირების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ტესტირებისა და გასაუბრების შემდეგ კანდიდატს შესაძლებლობა ექნება დაიკავოს შესაბამისი ვაკანტური სამუშაო ადგილი.

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2010 წლის 26 ოქტომბერი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: (8 32) 29 47 11.

ბანერები