ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

სტაჟირების პროგრამა სადაზღვევო კომპანია ,,ტაოში”

სადაზღვევო კომპანია "ტაო" მომხმარებელს სთავაზობს მაღალი ხარისხის მომსახურებას და მომხმარებლის მოთხოვნებზე მაქსიმალურად მორგებულ სადაზღვევო პროდუქტებს.

სადაზღვევო კომპანია "ტაო" აცხადებს 20-დან 35 წლამდე ასაკის სტაჟიორების მიღებას შემდეგი მიმართულებით:

 1. გაყიდვების მენეჯერი;
 2. ბიზნესის განვითარებისა და გაყიდვების დეპარტამენტის სპეციალისტი.

სტაჟიორებს ჩაუტარდებათ ტრენინგები შემდეგი მიმართულებებით: დაზღვევა და სადაზღვევო სერვისების მენეჯმენტი, სადაზღვევო კანონმდებლობა, სადაზღვევო სერვისების მარკეტინგი, ეფექტური გაყიდვები. სტაჟიორები გაეცნობიან სადაზღვევო პროგრამას, სადაზღვევო დოკუმენტაციას და ჩართულნი იქნებიან გაყიდვების პროცესში.

სტაჟიორების მიღება წარმოებს გასაუბრების საფუძველზე 2011 წლის 25 ოქტომბრიდან 30 ოქტომბრის ჩათვლით.

სტაჟირების ხანგრძლივობა: 3 თვე.

სტაჟირების დასრულების შემდეგ კანდიდატებს გადაეცემათ სარეკომენდაციო წერილები, ხოლო საუკეთესო სტაჟიორები დასაქმდებიან სადაზღვევო კომპანიაში.

 საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

•    უმაღლესი ეკონომიკური, იურიდიული ან სამედიცინო განათლება;
•    საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ფლობა;
•    ქართული და რუსული ენების ცოდნა; რუსული ენის ცოდნა განიხილება, როგორც უპირატესობა.

დამატებითი მოთხოვნები:

უნარ-ჩვევები:


მოკლე დროში მაქსიმალურად ამომწურავი ინფორმაციის ლოგიკურად და გასაგებად მიწოდების უნარი;
დროის მენეჯმენტის უნარი;
 მოლაპარაკების წარმოების უნარი; აზრის არგუმენტირებულად გამოხატვის, დარწმუნების, ყურადღებით მოსმენის უნარი;
ანალიზის, პრობლემის იდენტიფიკაციის და გადაჭრის უნარი; გუნდური მუშაობის უნარი;
სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი.

პიროვნული თვისებები:

•    შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა და დისციპლინირებულობა;
•    პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
•    ორგანიზებულობა, მიზანდასახულობა;
•    კომუნიკაბელურობა;
•    პრეზენტაბელურობა;
•    ასაკი: 20-35 წელი.

დაინტერესებულმა აპლიკანტებმა უნდა წარადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

•    CV;
•    ფოტოსურათი;
•    დიპლომისა და სერთიფიკატის ასლები.


აპლიკანტების საყურადღებოდ: გთხოვთ, "subject"-ში მიუთითოთ პოზიცია და ქალაქი, რომელზეც შეგაქვთ განაცხადი. სხვა შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.

ტესტირებისა და გასაუბრებისათვის მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ კვალიფიციური კანდიდატები. სატელეფონო ზარები არ მიიღება.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის №32, ოთახი №C219 ტელ.: 229 47 11.

ბანერები