ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

სტაჟირების პროგრამა რუსთაველის თეატრში

რუსთაველის თეატრი აცხადებს სტაჟირების პროგრამას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში PR-ისა და მარკეტინგის მიმართულებით.

მოთხოვნები:
•    კრეატიულობა;
•    კომუნიკაბელურობა;
•    პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
•    კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (ვებ-გვერდის ადმინისტრირება).

სტაჟირების ხანგრძლივობა: 3 თვე.

სტაჟირების დასრულების შემდეგ სტუდენტს გადაეცემა ცნობა სტაჟირების გავლის შესახებ.

სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში შესაძლებელია, სტუდენტი დასაქმდეს თეატრში ან მიიღოს რეკომენდაცია ნებისმიერ სამსახურში წარსადგენად.
 
რეზიუმეების გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 10 ოქტომბერი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის №32, ოთახი №C219, ტელ.: 229 47 11.

ბანერები