ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

სტაჟირების პროგრამა ქუთაისისა და ბათუმის იუსტიციის სახლებში

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აცხადებს სტაჟირებას ქუთაისისა და ბათუმის იუსტიციის სახლებში.

სამუშაო დრო: სრული განაკვეთი.

ბათუმი: 3 ვაკანსია.

ქუთაისი: 2 ვაკანსია.

იუსტიციის სამინისტროს უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული მიზანი მომხმარებლებისთვის ეფექტიანი და  ხელმისაწვდომი მომსახურების უზრუნველყოფაა.

სწორედ, ამ სტრატეგიული მიზნის მისაღწევად შემუშავდა იუსტიციის სახლის შექმნის კონცეფცია, რომელიც მომხმარებლის სერვისთან და ინფორმაციასთან წვდომის გამარტივების თვალსაზრისით, რამდენიმე უწყების საქმიანობას ერთი შენობის ფარგლებში აერთიანებს. იუტიციის სახლი სთავაზობს მომხმარებელს 250-ზე მეტ სერვისს ერთ სივრცეში, როგორიცაა ID ბარათისა და პასპორტის გაცემა; ქონებისა და ბიზნესის რეგისტრაცია, დაბადების და ქორწინების მოწმობების გაცემა, მოქალაქეობის მიღება, საარქივო და სანოტარო სერვისები, აღსრულების მომსახურება და სხვ.

სამინისტრო გთავაზობთ:
•    პროფესიული და კარიერული განვითარების საშუალებას;
•    თანამედროვე და კომფორტულ სამუშაო გარემოს;
•    კორპორატიულ ღონისძიებებში ჩართულობას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

•    მოქალაქეთა სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურება;
•    მოქალაქეთა მარშრუტის დარეგულირება: შემოსული მოქალაქის გადამისამართება შესაბამისი მიმართულებით, თითოეულ შემოსულ მოქალაქესთან ურთიერთობის დამყარება;
•    მოქალქეთა მოთხოვნების განსაზღვრა და მათთვის საორიენტაციო სამსახურის გაწევა: გადამისამართება, მარშრუტის განსაზღვრა.
•    მოქალაქეთა დახმარება ავტომატიზირებულ სისტემებთან მუშაობისას: მოქალაქის დახმარება ფოტო-ჯიხურში სურათის გადაღებისას, მოქალაქის დახმარება ბანკომატებთან და სხვა ავტომატიზირებულ სისტემებთან მუშაობისას.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

•    მეორე, მესამე ან მეოთხე კურსის სტუდენტი;
•    სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
•    სტანდარტული კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
•    კომუნიკაბელურობა;
•    ლოგიკური აზროვნება;     
•    კეთილგანწყობა;
•    დახვეწილი მეტყველება;
•    მოქალაქეთა ეფექტურად და თავაზიანად მომსახურების უნარ-ჩვევები;
•    კონფლიქტის მართვის უნარი;
•    სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
•    მოტივირებულობა;
•    ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
•    სწრაფად ათვისების უნარი;
•    დატვირთულ რეჟიმში მუშაობისა და პრობლემების დროულად მოგვარების უნარი;
•    გუნდურობა.

ანაზღაურება:200 ლარი

განაცხდების გაგზავნის ბოლო ვადაა 2012 წლის 22 იანვარი.


დამატებითი ინფორმაციისათvის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცნტრის დასაქმებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე:ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: (8 32) 29 47 11.

ბანერები